სააკაშვილი: ოპოზიცია მალე იჯდება ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტში

© photo: Sputnikმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდა, ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიცია პარლამენტში იჯდება, მაგრამ ლეგიტიმური მთავრობის სახით, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა პარასკევს პირველი სხდომა ჩაატარა, მაგრამ მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატების თანდასწრებით. მიუხედავად მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდისა, ოპოზიციონერი დეპუტატების სხდომაზე დასწრების საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.

ცესკო - Sputnik საქართველო
ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ ცესკოს პროპორციული საარჩევნო სიის გაუქმების განცხადებით მიმართა

„იმ ხალხის გასაგონად, ვინც იძახის, რომ ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში და არა ქუჩაში, ეს ოპოზიცია სულ მალე იჯდება საქართველოს პარლამენტში, როგორც ქართველი ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება და ეს მოხდება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია – დღევანდელი დღე ამის ნათელი დასტურია“, – დაწერა სააკაშვილმა თავის Facebook–გვერდზე.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში გასული ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

ახალი პარლამენტის მუშაობის პირველ დღეს რამდენიმე პარტიამ აქცია–პერფორმანსი მოაწყო. სანამ „ქართული ოცნების" დეპუტატები სხდომას ატარებდნენ, ოპოზიციონერებმა გააფორმეს მემორანდუმი პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტისა და პარტიული სიების მოხსნის შესახებ.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო

ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით თავიანთი პროპორციული სიების გაუქმების თაობაზე. ცესკო კი, თავის მხრივ, მათ განიხილავს და გადაწყვეტილებას სამი სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებს. დეპუტატები, რომელთა უფლებამოსილება უკვე აღიარებულია, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ მიმართონ საკანონმდებლო ორგანოს მათთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ცესკოში განცხადება შეიტანეს „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელომ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ და „ევროპულმა საქართველომ“.

„ქართული ოცნება" სააკაშვილის წინააღმდეგ კანონპროექტს ამზადებს>>

პარლამენტში გასული რვა ოპოზიციური პარტიიდან ცესკოსთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“. ამ პარტიებმა არ მოწერეს ხელი ასევე მემორანდუმს დეპუტატის მანდატზე საჯაროდ უარის თქმის შესახებ.

დოკუმენტს ხელი ასევე არ მოაწერა „რესპუბლიკურმა პარტიამ“, რომელიც ბლოკში „ძალა ერთობაშია – ერთიანი ნაციონალური მოძაობა“ შედის.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური