„ქართული ოცნება" სააკაშვილის წინააღმდეგ კანონპროექტს ამზადებს

© photo: Sputnikმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კობახიძის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საარჩევნო პროცესებში კანონმდებლობის დარღვევით იყო ჩართული

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ კანონპროექტს ამზადებს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის შესაძლებლობას შეუზღუდავს, განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილი ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელია.  საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ, იგი კიევში ცხოვრობს და  უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტი უკავია. თუმცა, „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგად რჩება. 

ნიკა მელია აქციაზე - Sputnik საქართველო
„ეს ღალატია“ – „ნაციონალური მოძრაობა“ დეპუტატის მანდატებზე უარს აცხადებს

„მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს - ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მას შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა. მიუხედავად ამ გარემოებისა, ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა ვერ მოახერხეს საარჩევნო პროცესებში სააკაშვილის მონაწილეობის აღკვეთა... ამიტომაც საკითხი ჩვენ უნდა გადავჭრათ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ახალ კანონპროექტს ამზადებს, რომელიც სააკაშვილს საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობის შესაძლებლობას ჩამოართმევს.

 „ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ კანონპროექტის ინიცირებას მოვახდენთ, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს არამხოლოდ კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას, არამედ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული დემოკრატიის შეუფერხებელ განვითარებაში,“ – განაცხადა კობახიძემ.

ამჟამად სამშობლოში სააკაშვილს საერთო ჯამში 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, საქართველოს სასამართლოში მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმე იხილება.


ყველა ახალი ამბავი
0