„ეს ღალატია“ – „ნაციონალური მოძრაობა“ დეპუტატის მანდატებზე უარს აცხადებს

© Sputnik / Vladimir Umikashviliნიკა მელია აქციაზე
ნიკა მელია აქციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბლოკში „ძალა ერთობაშია“ გაერთიანებულმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებზე ხმათა 27,11 პროცენტი მიიღო.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც არჩევნების შედეგად საქართველოს პარლამენტში 36 ადგილი მიიღო, საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა>>

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებულმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა 27,11% მიიღო. ის არჩევნებში ბლოკში „ძალა ერთობაშია“ ოთხ პარტიასთან ერთად იყო წარმოდგენილი.

„ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება ფასადური დემოკრატიის ხელშემწყობი პოლიტიკური პარტია. ანუ „ნაცმოძრაობა“ არ იქნება, ვერ იქნება პარლამენტში იმიტომ, რომ ეს არის ღალატი საკუთარი ხალხის“, – განაცხადა მელიამ.

რაც შეეხება მოლაპარაკებების მესამე რაუნდს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას არ მიუღია ისეთი წინადადება, რაც მის გადაწყვეტილებას შეცვლის.

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა - Sputnik საქართველო
აჭარის უმაღლეს საბჭოში ორი პარტია იქნება წარმოდგენილი

საქართველოს ცესკომ 3 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა, რომლის თანახმად მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 90 ადგილი და უმრავლესობა მიიღო.

ოპოზიციურმა პარტიებმა საკანონმდებლო ორგანოში ჯამში 60 ადგილი მიიღეს, მაგრამ ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და არ აპირებენ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას. ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეხვედრებს აწყობენ, თუმცა მოლაპარაკებების ორ რაუნდს შედეგები არ მოჰყოლია.

ყველა ახალი ამბავი
0