ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა

გამოწერა
საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი 10 დღის განმავლობაში მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას დანიშნავს.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღეს.

ცესკოს მონაცემების მიხედვით, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა:

პარტია  მიღებული ხმების რაოდენობა % მიღებული მანდატების რაოდენობა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 523 127 27.18 36
„პატრიოტთა ალიანსი" 60 480 3.14 4
„ლეიბორისტული პარტია" 19 314 1 1
„ევროპული საქართველო" 72 986 3.79 5
„მოქალაქეები" 25 508 1.33 2
„სტრატეგია აღმაშენებელი" 60 671 3.15 4
„გირჩი" 55 598 2.89 4
„ლელო" 60 712 3,15 4
„ქართული ოცნება" 928 004 48.22 60
„რაც შეეხება მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, კანონიერ ძალაში შესულია საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, რომელთა საფუძველზეც, 30-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ წევრებად არჩეული არიან №41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატები“, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
საპროტესტო აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
უვადო აქცია ბათუმში: რა ხდება აჭარის მთავრობის სახლთან

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა. პირველი ტურის შემდეგ 30 მაჟორიტარული ოლქიდან 17-ში დაინიშნა მეორე ტური. 22 ნოემბერს მაჟორიტარ დეპუტატთა არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ოპოზიციის კანდიდატებმა უარი თქვეს მასში მონაწილეობაზე, თუმცა ნომინალურად ისინი მაინც იყვნენ ბიულეტენებში.

პარლამენტის პირველი სხდომა უნდა ჩატარდეს 13 დეკემბრამდე და თუ ამ დრომდე „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, მას მხოლოდ და მხოლოდ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დაესწრება და პარლამენტის მთელ სტრუქტურას თავისი რიგებიდან აირჩევს.

ამ შემთხვევაში პარლამენტში იქნება 90-კაციანი ერთი ფრაქცია, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გამართავს სხდომებს და მიიღებს ყველა კანონს ოპონენტების კრიტიკის გარეშე.

პარლამენტის პირველი ორი გადაწყვეტილება იქნება მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება და 2021 წლის ბიუჯეტის მიღება.

ოპოზიცია არ ეთანხმება არჩევნების შედეგებს და ამტკიცებს, რომ მმართველმა პარტიამ გამოიყენა თავისი გავლენა ცესკოში და არჩევნები გააყალბა. აქედან გამომდინარე, ოპოზიციური პარტიები არ აპირებენ თავიანთი საპარლამენტო მანდატების გამოყენებას და საკუთარი პროპორციული სიების გაუქმებას გეგმავენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0