ქართველი მეზღვაურები ესტონურ გემებზე მუშაობას შეძლებენ

© AP Photo / Efrem Lukatskyფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოს საზღვაო სერტიფიკატი მსოფლიოს 54-მა ქვეყანამ აღიარა, მათ შორის ევროკავშირის 20-მა ქვეყანამ.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. ესტონეთმა ქართული სერტიფიკატები აღიარა, რაც ნიშნავს, რომ ქართველი მეზღვაურები ესტონურ გემებზე დასაქმებას შეძლებენ.

როგორც საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აცხადებს, შესაბამის მემორანდუმს ესტონურ მხარესთან 11 დეკემბერს მოეწერა ხელი.

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტი ლუსინე ტამარიანი - Sputnik საქართველო
პირველად ისტორიაში ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები სწავლას ინგლისურ ენაზე შეძლებენ

დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის შემდეგ ესტონეთის სახით ქართველი მეზღვაურებისთვის 2020 წელს შრომის კიდევ ერთი, მესამე ბაზარი გაიხსნა.

ქართული სერტიფიკატები აღიარებულია მსოფლიოს 54 ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის 20 ქვეყანაში. ამ ქვეყნების დროშებით მსოფლიო ფლოტის 80%-ზე მეტი ცურავს.

მიმდინარე წლის აგვისტოდან, პირველად საქართველოს საზღვაო განათლების ისტორიაში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ბაკალავრიატზე ინგლისურ ენაზე ისწავლონ.

ფოთში საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნა>>

სახელმწიფომ 2012 წლიდან ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ინფრასტრუქტურის განვითარებაში 25 მლნ ლარი ჩადო. 2020 წელს აკადემიაში დასრულდა ულტრათანამედროვე სავარჯიშო აუზის მშენებლობა, რომლის ანალოგი მეზობელი ქვეყნების საზღვაო სასწავლებლებში არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0