პირველად ისტორიაში ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები სწავლას ინგლისურ ენაზე შეძლებენ

© photo : provide by Lucine Tamaryanბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტი ლუსინე ტამარიანი
ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტი ლუსინე ტამარიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში მიაჩნიათ, რომ ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში საზღვაო განათლების ინტერნაციონალიზაციის გასაძლიერებლად და საერთაშორისო ურთიერთობების გასამყარებლად

თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. პირველად საქართველოს საზღვაო განათლების ისტორიაში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სრული საბაკალავრო პროგრამა ინგლისურ ენაზე აითვისონ.

ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ წარდგენილ ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას „საზღვაო ნავიგაცია“ სრული აკრედიტაცია მიენიჭა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: საქართველოს მომავალი შავი ზღვა და მეზღვაურები არიან

აკადემიის რექტორის, ირაკლი შარაბიძის თქმით, „ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში საზღვაო განათლების ინტერნაციონალიზაციის გასაძლიერებლად და ამ მიმართულებით საერთაშორისო ურთიერთობების გასამყარებლად“.

„ვულოცავ აკადემიის სტუდენტებს და ვუსურვებ მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა მათი წარმატებული კარიერის უზრუნველსაყოფად. აქვე ვიტყვი, რომ საზღვაო აკადემიის პროფესორებმა და ხელმძღვანელებმა ამ წარმატების მიღწევაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანეს“, - განაცხადა შარაბიძემ.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო იუწყება, 2012 წლიდან სახელმწიფომ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ინფრასტრუქტურის განვითარებაში და საზღვაო განათლების მხარდაჭერის მიზნით 25 მილიონი ლარი დახარჯა. 2020 წელს კი აკადემიაში დასრულდა ულტრათანამედროვე საცდელი აუზის მშენებლობა, რომლის ანალოგი მეზობელი ქვეყნების საზღვაო სასწავლებლებში არ არსებობს.

ყველა ახალი ამბავი
0