საქართველო 2,5 მილიონი ლარის დეფიბრილატორებს შეისყიდის

© AP Photo / Jean-Francois Badiasრეანიმატოლოგები
რეანიმატოლოგები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამედიცინო ტექნიკის შესყიდვაზე გამოცხადდა ტენდერი, რომლის გამარჯვებული კომპანია „მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები“ გახდა.

თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა 2,5 მილიონი ლარის დეფიბრილატორებს შეისყიდის და კლინიკებში გადაანაწილებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველო და თურქეთი სამედიცინო სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ >>

ჩატარდა ფასების კვლევა და დადგინდა, რომელი ტიპის დეფიბრილატორებია შესაძენი. ჩატარდა ტენდერი, რომლის გამარჯვებული 7 დეკემბერს გაირკვა.

ტიკარაძის თქმით, კომპანია „მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები“ აღნიშნულ სფეროში მოწინავეა. ის აწვდის სახელმწიფოს ამერიკული წარმოების Medtronic-ის მარკის დეფიბრილატორებს.

„ამ ტენდერმა მოგვცა საშუალება, რომ 2,2-ჯერ შეგვემცირებინა პროგრამის ღირებულება. საერთო ჯამური ღირებულება შესყიდვის არის 2 566 180 ლარი, შესყიდულია 224 დეფიბრილატორი – როგორც ერთ-, ისე ორ- და სამკამერიანი დეფიბრილატორები. ღირებულება მერყეობს მათი მოცულობიდან გამომდინარე. ეს დეფიბრილატორები ცენტრალიზებულად კლინიკებში გადანაწილება, სადაც ამ სერვისის მიღებას შეძლებენ ჩვენი პაციენტები. მნიშვნელოვანია, რომ მომსახურების ღირებულება დადგინდება 3000-დან 3500 ლარამდე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველომ ჟანგბადის 1 ათასი კონცენტრატორი მიიღო - Sputnik საქართველო
საქართველომ ჟანგბადის 1 ათასი კონცენტრატორი მიიღო

ადრე პაციენტები აღნიშნული მომსახურების საფასურს 17–19 ათასი ლარიდან 10%-ის ოდენობით იხდიდნენ.

„ეს მიუთითებს, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება მოქალაქეების მიერ ჯიბიდან გადასახდელი თანხა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

წლის დასაწყისში საექიმო წრეებში დაიწყო სკანდალი ე.წ. 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კლინიკებში ტარიფების ერთიანი სისტემა შემოიღეს. სიახლე პირველ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებებსა და კარდიოქირურგიას შეეხო. ახალი წესი ვრცელდება იმ სამედიცინო დაწესებულებებზე, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არიან ჩართული. გარკვეულ კლინიკებს პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების წარდგენა იმ ტარიფებით უწევთ, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა.

კლინიკების უმრავლესობა სამინისტროს ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა. მათი ხელმძღვანელების განცხადებით, ერთიანმა ტარიფმა სამედიცინო დაწესებულებები მძიმე ფინანსურ პირობებში ჩააყენა და პაციენტების მომსახურება გააუარესა.

კლინიკებში აცხადებენ, რომ 520-ე დადგენილების გამო მათ უკვე მოუწიათ თანამშრომლებისთვის ხელფასების 25-30 პროცენტის მოჭრა, კადრების შემცირება, და მათ დღითიდღე უფრო უჭირთ მუშაობა.

ყველა ახალი ამბავი
0