საქართველომ ჟანგბადის 1 ათასი კონცენტრატორი მიიღო

© photo: Government of Georgia / FBსაქართველომ ჟანგბადის 1 ათასი კონცენტრატორი მიიღო
საქართველომ ჟანგბადის 1 ათასი კონცენტრატორი მიიღო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კლინიკებში სულ უფრო ცოტა თავისუფალი საწოლია და სულ უფრო მეტად იგრძნობა მედიკოსთა ნაკლებობა, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს კორონავირუსთან დაკავშირებით უკვე უახლოეს პერიოდში დადებითი ტენდენციების იმედი აქვს.

თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. საქართველომ ჟანგბადის 1 ათასი კონცენტრატორი მიიღო – ისინი იმ სამედიცინო დაწესებულებებსა და კოვიდ–სასტუმროებში გადანაწილდება, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ მათ, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, კონცენტრატორები კლინიკებსა და სასტუმროებს საჭიროების მიხედვით გადაეცემათ და ის მნიშვნელოვნად აისახება პაციენტების ჯანმრთელობაზე.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
ტიკარაძე: გარწმუნებთ, სასტუმროებში გვაქვს მკურნალობისთვის საჭირო ყველა კომპონენტი

ტიკარაძე ასევე შეეხო ინფიცირებული პაციენტების გამოჯანმრთელებულების პლაზმით მკურნალობის საკითხს. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო პლაზმური თერაპიით მკურნალობას არ ზღუდავს, თუმცა ეს ახლა მხოლოდ ექსპერიმენტის სახით ხდება. გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმა დამცავ ანტისხეულებს შეიცავს, რასაც კორონავირუსით ინფიცირებულების ვირუსის განეიტრალება შეუძლია.

ექსპერიმენტული თერაპიის ფარგლებში პლაზმით მკურნალობას რამდენიმე კლინიკა უკვე იყენებს. ტიკარაძის განცხადებით, სანამ არ იქნება დადასტურებული, რომ პლაზმა კორონავირუსის მკურნალობის ერთ-ერთი საშუალებაა და მას დადებითი შედეგი მოაქვს, ჯანდაცვის სამინისტროს მისი გამოყენების მოთხოვნის უფლება არა აქვს.

რაც შეეხება ინფექციის გავრცელების კოეფიციენტს, ამჟამად ის 1,92-დან 1,16-მდეა შემცირებული, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დადებით ტენდენციებზე ვისაუბროთ, აღნიშნა მინისტრმა.

ექიმები - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის მინისტრი – ექიმების გარეშე არ დავრჩებით

„(შეზღუდვების დაწესებიდან) ჯერ გავიდა ერთი კვირა, აქედან გამომდინარე, საუბარი პროგნოზზე ჯერ ადრეა. ჩვენ ყოველთვის ვაანონსებთ, რომ სულ მცირე ორკვირიანი პერიოდი არის საჭირო, რათა ჩვენ გავაკეთოთ გარკვეული ანალიზი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხოლოდ შემდეგი კვირის დასაწყისში შევძლებთ გარკვეულ პროგნოზებზე საუბარს“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრმა განაცხადა, რომ ამ დროისათვის ქვეყნის კლინიკებში 446 საწოლია თავისუფალი. კლინიკებში მყოფი 6,6 ათასი ინფიცირებული პაციენტიდან რეანიმაციულ განყოფილებაშია 414 ადამიანი. მთლიანობაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა დაახლოებით 30 ათას კოვიდ-ინფიცირებულს ემსახურება.

მისი ინფორმაცით, დილის 9 საათისთვის „112“-ის ცენტრში 102 ზარია შესული, აქედან 63 ზარი კოვიდ–პაციენტს ეხებოდა.

ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
ტიკარაძე: ქვეყანაში კოვიდ–შეზღუდვები არ გადაიხედება

მედპერსონალის დეფიციტის შესახებ ტიკარაძემ განაცხადა, რომ ეს პანდემიამდეც იყო და ამ პრობლემის გადასაწყვეტად ერთი წელი საკმარისი არ არის. მედიკოსების გადასამზადებლად 5-დან 12 წლამდეა საჭირო, აღნიშნა მან.

მინისტრის თქმით, უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაიცვას მედიკოსები, რომელთა შორის ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში გაკეთდა 16 646 ტესტი, საიდანაც კორონავირუსის 4 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

პანდემიის დაწყებიდან სულ დაფიქსირდა COVID-19-ის 169 649 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 141 392  ადამიანი, გარდაიცვალა 1 576 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0