„ჩრდილოეთის ნაკადი-2“: რუსული მილგამყვანი ხომალდი სამუშაო ადგილს მიუახლოვდა

© photo : courtesy of Nord Stream 2 / გადასვლა მედიაბანკში„ჩრდილოეთის ნაკადი-2“
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსული მილგამყვანი ხომალდი „ფორტუნა“ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მახლობლად გაჩერდა ღია ზღვაში.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ხომალდი „ფორტუნა“, რომელიც შეიძლება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასასრულებლად იყოს გამოყენებული, გერმანიის პორტ როსტოკში მცირეხნიანი დგომის შემდეგ გაზსადენის მიმართულებით წავიდა და ღია ზღვაში გაჩერდა ნახევარკუნძულ ცინგსტთან ახლოს, იუწყება РИА Новости ხომალდების მონიტორინგის სისტემა Marine Traffic-ის მონაცემებზე დაყრდნობით.

„ჩრდილოეთის ნაკადი – 2“: რატომ უშლის ხელს აშშ გაზსადენის მშენებლობას და რას ფიქრობს ამაზე ევროპა - Sputnik საქართველო
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“: რატომ უშლის ხელს აშშ გაზსადენის მშენებლობას – ვიდეო

5 დეკემბერს ხომალდმა გერმანიის პორტი ვისმარი დატოვა და კურსი როსტოკისკენ აიღო. თუმცა ოდნავ მოგვიანებით მილგამყვანი ხომალდი ღია ზღვაში გაჩერდა ვისმარის მახლობლად. 9 დეკემბერს „ფორტუნამ“ სვლა განაგრძო და საღამოს როსტოკის პორტში დადგა რეიდზე.

ამასთან გერმანიის ნაოსნობისა და ჰიდროგრაფიის ფედერალური უწყება (BSH) 5 დეკემბერს აცხადებდა, რომ „ფორტუნა“ 31 დეკემბრამდე სამუშაოებს ბალტიის ზღვის სამხრეთ ნაწილში, ადლერგრუნდის წყალმარჩხსა და ოდერის მეჩეჩს შორის რაიონში ჩაატარებდა.

ჩრდილოეთის ნაკადი-2

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნება რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე — ბალტიის ზღვის გავლით.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობა გერმანიაში - Sputnik საქართველო
მოსაზრება: რას შეიძლება ელოდოს რუსეთი ბაიდენისგან “ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე

აშშ-ის ხელისუფლება აქტიურად ეწინააღმდეგება პროექტს და ევროკავშირს საკუთარ თხევად აირს სთავაზობს. 2019 წლის დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს გაზსადენების „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისა და „თურქული ნაკადის“ წინააღმდეგ. შედეგად – შვეიცარიულმა კომპანია Allseas-მა, რომელსაც გაზსადენი გაჰყავდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტა მუშაობა და სპეციალური ხომალდები გაიწვია.

პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორი Nord Stream 2 AG ნოემბრის ბოლოს აცხადებდა, რომ მილების ჩაყრას დეკემბერში განაახლებდა გერმანიის ეკონომიკურ ზონაში საღუზე პოზიციონირების ხომალდით. სწორედ ამ მოთხოვნებს პასუხობს მილგამყვანი „ფორტუნა“.

ყველა ახალი ამბავი
0