„ჩრდილოეთის ნაკადი-2“: რატომ უშლის ხელს აშშ გაზსადენის მშენებლობას – ვიდეო

გამოწერა
რუსული ხომალდი „აკადემიკ ჩერსკი“ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის დაუსრულებელ მონაკვეთამდე მივიდა. მანამდე გაზსადენის მიმართულებით გაემართა მილგამყვანი „ფორტუნა“.

ორივე ხომალდს შეუძლია დაასრულოს გაზსადენის მშენებლობა. რუსულ–ევროპული პროექტის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა აშშ-ის წნეხისა და სანქციების გამო. მანამდე ვაშინგტონმა პროექტის წინააღმდეგ შეზღუდვები დააწესა და მისი მონაწილეებისგან მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერება მოითხოვა. ახალი გაზსადენის საშუალებით გერმანია და ევროპის სხვა ქვეყნები ბალტიის ზღვის გავლით ბუნებრივ აირს მიღებენ. აშშ აქტიურად ეწინააღმდეგება პროექტს, ვინაიდან ის მათ ეკონომიკურ ინტერესებს უშლის ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0