საქართველოში ევროკავშირის ელჩს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

© press-service of the European Union in Georgiaკარლ ჰარცელი
კარლ ჰარცელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კარლ ჰარცელი ბოლო დროს აქტიურად ხვდება ქართველს პოლიტიკოსებს და აშშ-ის ელჩთან ერთად მმართველ პარტიას და ოპოზიციას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში ეხმარება.

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

ჰარცელი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკების პროცესის ერთ-ერთი მოდერატორია და ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს ხშირად ეკონტაქტება. ბოლო რამდენიმე კვირაში მან ოთხი ასეთი შეხვედრა გამართა.

Карл Харцель  - Sputnik საქართველო
„მარტივი პროცესი არ იქნება“ – კარლ ჰარცელი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის შესახებ

„კარგი ამბავი ისაა, რომ არ მაქვს COVID-19 და ეს ძალიან მიხარია. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი პოლიტიკური სპექტრი საქართველოში რისკის ქვეშ უნდა დამეყენებინა, რადგან ბოლო დღეებში მათთან ბევრი დრო გავატარე“, – განუცხადა ჟურნალისტებს კარლ ჰარცელმა.

დიპლომატმა მადლობა გადაუხადა ქართველ მედიკოსებს და ჯანდაცვის მთელ სექტორს იმ უზარმაზარი სამუშაოსთვის, რომელსაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებენ.

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საკუთარ თავზე შუამავლის როლი იკისრეს მოლაპარაკებებში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, რომელიც ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ამ დროისათვის სულ ოთხი შეხვედრა გაიმართა. მეხუთე, გადამწყვეტი შეხვედრა ხუთშაბათს, 10 დეკემბერს არის დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0