საპროტესტო აქციები ბათუმში: ოპოზიცია ელჩებსა და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს

© Sputnik / Seyran Baroyanსაპროტესტო აქცია ბათუმში
საპროტესტო აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეები მოითხოვენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, რომლებიც აჭარის მთავრობის სახლთან 35 დღეა აქციას მართავენ, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით ელჩებსა და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართეს.

ოპოზიციის აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები ახალი წლის აღნიშვნას ქუჩაში აპირებენ

ისინი აჭარის უმაღლეს საბჭოსა და პარლამენტის მანდატებზე კვლავ უარს აცხადებენ. ამბობენ, რომ ხალხის მოთხოვნას ითვალისწინებენ და გაყალბების შედეგად მიღებულ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებენ.

ბათუმში ოპოზიციის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია ერთ თვეზე მეტ ხანს მიმდინარეობს. მისი მონაწილეები მოითხოვენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. აჭარის მთავრობის სახლთან კარვები დგას.

ოპოზიციური პარტიები მოუწოდებენ ელჩებსა და საერთაშორისო პარტნიორებს, მათი მოთხოვნები სრულად გაითვალისწინონ.

„პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები და გაცნობებთ, რომ თუ საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების 32%-ში ვერ შედგა ბალანსი, აჭარაში ეს რიცხვი 54%-ს, ხოლო ბათუმში - 80%-ს უტოლდება! გაყალბების ასეთმა მასშტაბებმა გადაგვაწყვეტინა აჭარაში მოქმედ ყველა ოპოზიციურ პარტიას, დაგვეწყო პროტესტი ხელახალი არჩევნების მოთხოვნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას არა მარტო არჩევნების გაყალბებაში, არამედ ძალაუფლების სრულად მიტაცებაში ადანაშაულებენ.

კარვები ბათუმში აჭარის სახლის წინ - Sputnik საქართველო
„სახალხო მერიის“ შემდეგ „სახალხო გენინსპექცია“ - ბათუმში უვადო საპროტესტო აქცია გრძელდება

„ჩვენ გვესმის საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების სურვილი და მცდელობა, პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდეს პარლამენტის კედლებში, რადგან ასე ხდება ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყნებში. ვაფასებთ თქვენს კეთილგონიერ და მეგობრულ განზრახვას, პათოსში გეთანხმებით, თუმცა დავძენთ, რომ ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება არ იკმარა და ძალაუფლება სრულად მიიტაცა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ოპოზიციური პარტიები თხოვნით მიმართავენ ელჩებსა და საერთაშორისო პარტნიორებს, მოუწოდონ საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეცვლილი ფორმატით ჩაატარონ ხელახალი არჩევნები.

„თავს მოვალედ მივიჩნევთ, მოგმართოთ, მადლობა გითხრათ იმ ძალისხმევისათვის, რომელსაც იჩენთ მუდმივად და გთხოვთ, რომ კიდევ ერთხელ მოუწოდოთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს კონსტიტუციურ სივრცეს ახალი არჩევნების დანიშვნით და ჩატარების შეცვლილი ფორმატით. ხალხის უმრავლესობის პოზიცია პრინციპული და უცვლელია“, – ნათქვამია განცხადებაში.

თორნიკე რიჟვაძე - Sputnik საქართველო
„ნერვების გამოცდას გვიწყობენ“ – რიჟვაძე საპროტესტო აქციებზე ბათუმში

ოპოზიციონერი ლიდერები არ აპირებენ დანებებას და მზად არიან ბოლომდე იბრძოლონ სასურველი შედეგის მისაღწევად.

ორი დღის წინ აქციის მონაწილეებმა Facebook-ტრანსლაციებიც დააანონსეს. ყველა ტრანსლაციას წაიყვანს წამყვანი, გაშუქდება რეგიონში არსებული საჭირბოროტო პრობლემები.

ზოგიერთი მონაწილე ტერიტორიაზე ღამითაც რჩება. ოპოზიციამ აქციის ჩატარების ადგილს „თავისუფლების კვარტალი“ უწოდა. აქ არ აღიარებენ არც არჩევნების შედეგებს, არც პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს.

აქტივისტებმა მოედანზე მინი-კაფე მოაწყვეს და აპირებენ დახლების მონტაჟს, სადაც უმუშევრად დარჩენილი ადამიანები ვაჭრობას შეძლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0