ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები ახალი წლის აღნიშვნას ქუჩაში აპირებენ

© Sputnik / STRINGERოპოზიციის აქცია ბათუმში
ოპოზიციის აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეები მოითხოვენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციის მონაწილეები არ გამორიცხავენ, რომ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ახალ წელს ქუჩაში შეხვდებიან, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ბათუმში ოპოზიციის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია ერთ თვეზე მეტ ხანს მიმდინარეობს. მისი მონაწილეები მოითხოვენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. აჭარის მთავრობის სახლთან კარვები დგას.

კარვები ბათუმში აჭარის სახლის წინ - Sputnik საქართველო
„სახალხო მერიის“ შემდეგ „სახალხო გენინსპექცია“ - ბათუმში უვადო საპროტესტო აქცია გრძელდება

„ჩვენ შეიძლება აქ ახალ წელსაც შევხვდებით“, - განაცხადა დღევანდელ აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლთან მიიტანეს ნაძვის ხე, რომელიც საახალწლო სუფრის კერძების ამსახველი ფოტოებით მორთეს. ყველა ფოტოზე მითითებულია თანხა, რომელიც საქართველოში პროდუქტების გაძვირებას აჩვენებს.

დღესვე აქციის მონაწილეებმა დაანონსეს Facebook-ტრანსლაციები, რომლებიც 2-3 დღეში დაიწყება. ყველა ტრანსლაციას წაიყვანს წამყვანი, გაშუქდება რეგიონში არსებული საჭირბოროტო პრობლემები.

ზოგიერთი მონაწილე ტერიტორიაზე ღამითაც რჩება. ოპოზიციამ აქციის ჩატარების ადგილს „თავისუფლების კვარტალი“ უწოდა. აქ არ აღიარებენ არც არჩევნების შედეგებს, არც პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს.

„ნერვების გამოცდას გვიწყობენ“ – რიჟვაძე საპროტესტო აქციებზე ბათუმში >>

აქტივისტებმა მოედანზე მინი-კაფე მოაწყვეს და აპირებენ დახლების მონტაჟს, სადაც უმუშევრად დარჩენილი ადამიანები ვაჭრობას შეძლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0