„აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ ლიბანური წარმოშობის ცნობილი ამერიკელი ფილოსოფოსის, ესეისტის, ლიტერატორის, ეკონომისტის ნასიმ ტალების მოსაზრებებს.
ნასიმ ნიკოლა ტალების (Nassim Nicholas Taleb1960) სამეცნიერო ინტერესების ძირითადი სფეროა შემთხვევითი და არაპროგნოზირებადი მოვლენების გავლენის შესწავლა მსოფლიო ეკონომიკასა და საბირჟო ვაჭრობაზე. არის ეკონომიკური ბესტსელერების „შავი გედი" (2007) და „საკუთარი ტყავის რისკის ფასად. ყოველდღიური ცხოვრების ფარული ასიმეტრია" (2018).
· უბედურება ისაა, რომ ჩვენი იდეები თავში ჩაგვეჭედება ხოლმე: ერთხელ თუ რამე თეორიას მოვიფიქრებთ, მასზე უარს უკვე აღარ ვიტყვით. ამიტომ მოგებული ყოველთვის ისაა, რომელიც არ ჩქარობს თეორიებთან დაკავშირებით... არ დაივიწყოთ, რომ იდეებს საკუთრებად აღვიქვამთ, ხოლო საკუთრებასთან განშორება ყოველთვის ძნელია.
· ადამიანური წამოწყებების წარმატება, როგორც წესი, უკუპროპორციულია მათი შედეგების პროგნოზირებადობისა.
· წაკითხული წიგნები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე წაუკითხავი.
· სინამდვილეში, რაც უფრო ფართო თვალსაწიერი გაქვთ, მით უფრო გემატებათ წაუკითხავი წიგნების თაროები.
ამაოება ამაოებათა – როცა ყველაფერი აკრძალულია, მაშინ ყველაფერი ნებადართულია>>
· მეცნიერებას ერუდიციის გარეშე კატასტროფა მოაქვს. ამიტომ დავრჩი კვანტ–ინჟინრად და ტრეიდერად, თუმცა საკუთარი ცხოვრება ამგვარად მოვიწყვე: ვმუშაობდი მინიმუმს, მაგრამ ინტენსიურად და გატაცებით, ყურადღებას ვაქცევდი მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ასპექტებს, არასდროს ვესწრებოდი საქმიან შეხვედრებს, ვერიდებოდი „წარმატებული ადამიანების“ კომპანიას, რომლებიც არ კითხულობენ წიგნებს, და დაახლოებით ყოველ მეოთხე წელიწადს მთლიანად ვუთმობდი სიცარიელის ლიკვიდაციას საკუთარ სამეცნიერო და ფილოსოფიურ განათლებაში.
· დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესმე ჩვენი მეცნიერები და პოლიტიკოსები ხელახლა აღმოაჩენენ იმას, რაც ყოველთვის ცნობილი იყო ჩვენი წინაპრებისთვის: ყველაზე ფასეული ადამიანურ კულტურაში – ეს პატივისცემაა.
· არ მისცეთ ნარკომანს ნარკოტიკი, თუ მას „ლომკა“ დაეწყო. ვალში გადავარდნა ვალების პრობლემის გადასაწყვეტად – ეს ჰომეოპათია არაა, ეს თვითმკვლელობაა. საკრედიტო კრიზისი დროებითი პრობლემა კი არ არის, არამედ სტრუქტურულია. გვჭირდება მკურნალობის სრული კურსი და რეაბილიტაცია.
· დღეს რომ ჩვენს პლანეტაზე იცხოვრო, უფრო მეტი წარმოსახვაა საჭირო, ვიდრე ეს ბუნებამ გვარგუნა. ჩვენ წარმოსახვის ნაკლებობა გვაქვს და მას სხვებშიც ვთრგუნავთ.
ბედნიერება ფრთებით მოდის, მაგრამ ყავარჯნებით მიდის>>
· ჩაქრობის პროცესი მაშინ იწყება, როდესაც ოცნებებს მოგონებები ანაცვლებს და მთავრდება, როდესაც ერთი და იგივე მოგონებები დომინირებს და სხვა მოგონებებს განდევნის.
· თუ დილით გარკვეული სიზუსტით მაინც იცით, როგორი იქნება თქვენი დღე, ცოტათი მკვდარი ხართ, და რაც უფრო ზუსტია თქვენი ცოდნა – მით უფრო მკვდარი ხართ.
· ბევრად უფრო დიდ ძალაუფლებას მოიპოვებ ცხოვრებაზე, თუ თავად შეარჩევ კრიტერიუმებს.
· ადამიანები ნებისმიერ თქვენს სიტყვას ირწმუნებენ, თუ მათ წინაშე სისუსტეს არ აჩვენებთ; ისინი, მხეცების მსგავსად, უმცირეს ბზარსაც კი ხედავენ თქვენი თავდაჯერებულობის ჯავშანში ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ისინი სააშკარაოზე გამოვა. თავდაჯერებულობის საუკეთესო ჩარჩო კი გარკვეული თავაზიანობა და მეგობრულობაა, რომელიც ადამიანებით მანიპულირების საშუალებას იძლევა მათი განაწყენების გარეშე.
· უბრალოდ, შეინარჩუნე სიმშვიდე, გაიღიმე და შეაფასე მოლაპარაკე და არა მისი სიტყვა, და კამათში გაიმარჯვებ.
· სამი უკიდურესად საშიში დამოკიდებულება: ჰეროინი, ნახშირწყლები და ყოველთვიური ხელფასი.
· მოკრძალებას, ჩვეულებრივ, წარმატებით შენიღბულ ამპარტავნებას უწოდებენ.
· თქვენი რეპუტაციისთვის ყველაზე საშიშია ის სიტყვები, რომლებსაც მის დასაცავად წარმოთქვამთ.
· სინამდვილეში ბედნიერებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად ხშირად გვეუფლება სასიამოვნო გრძნობა... და არა ის, თუ რამდენად ძლიერია ეს გრძნობა... ბევრი უბრალოდ კარგი სიახლე უკეთესია, ვიდრე ერთი შესანიშნავი სიახლე.
· შესაძლოა, ეს არის კიდეც ჭეშმარიტი თავდაჯერებულობა: უნარი, შეხედო სამყაროს და მისგან მოწონების ჟესტს არ დაელოდო.