მესამე პოლიტიკური ცენტრი საქართველოში: რას ფიქრობს ოპოზიცია ვაშაძის ინიციატივაზე

© photo: Sputnik / Stringerგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი ვაშაძე საჭიროდ მიიჩნევს იმ პოლიტიკური ძალების გაერთიანებას, რომლებიც არ მიეკუთვნებიან არც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, არც „ქართულ ოცნებას“

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის ინიციატივამ, რომელმაც განაცხადა, რომ აპირებს საქართველოში მესამე მძლავრი პოლიტიკური ძალის შექმნას, პოლიტიკოსთა შორის უზარმაზარი რეზონანსი გამოიწვია.

ვაშაძემ განაცხადა, რომ გეგმაში აქვს იმ პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია, რომლებიც არ მიეკუთვნებიან არც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, არც „ქართულ ოცნებას“.

გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
საქართველოში შეიძლება მესამე მძლავრი პოლიტიკური ძალა გაჩნდეს

ამგვარად ამბიციური პოლიტიკოსი აპირებს „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლას, მაგრამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ ოპოზიციურ პარტიად ითვლება.

ვაშაძეს გეგმაში აქვს მესამე ცენტრის შექმნა, რომელიც ორ სხვა პარტიაზე ძლიერი და პოპულარული გახდება.

ამის მიუხედავად, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ მათსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არავითარი კონფლიქტი არ არის.

„არ ვიტყოდი, რომ რამე დაპირისპირებაა , რა თქმა უნდა სხვადასხვა პარტიები ვართ, სხვადასხვა ხედვები გვაქვს, იმიტომაც ვართ ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ . თქვენ თუ გადახედავთ წინა საარჩევნო პროგრამას და კამპანიას, დიახ, ამაზე იყო აგებული, რომ უნდა ჩამოვყალიბდეთ მძლავრ პოლიტიკურ ცენტრად და ამის ამბიცია ნამდვილად გვაქვს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კონსულტაციები ხსენებულ საკითხზე სხვა პარტიებთან არ მიმდინარეობს.

რას ფიქრობენ ოპოზიციაში

ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის ინიციატივაზე კომენტარი გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ვაშაძეს შეუძლია საკუთარი დღის წესრიგის შედგენა ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის. მისი თქმით, ახლა იმის დრო არაა, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს თავს ესხმოდნენ.

ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო
სკანდალი ქართულ ოპოზიციაში: იქნება თუ არა საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული

„რაც უნდა ის შექმნას. ნებისმიერ პოლიტიკოსს აქვს უფლება შექმნას ნებისმიერი პლატფორმა და მოიპოვოს ამომრჩეველთა მხარდაჭერა. მთავარია, ჩვენ ერთიანი ვიყოთ მოთხოვნებში“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციურ პარტია „ევროპულ საქართველოში“ მძლავრი პოლიტიკური ცენტრის შექმნა მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.

სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ერთიანი ოპოზიციური ფორმატის ფარგლებში აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს. ხოლო რაც შეეხება მძლავრი ცენტრის არსებობას, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ გარეთ შეიქმნება, ეს, კაპანაძის თქმით, ქვეყანას ნადვილად სჭირდება.

„ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, თავის მხრივ, ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ერთობლივი ამოცანების მიღწევას ოპოზიციური ერთობის გზით.

„როგორ განვითარდება შემდგომი პოლიტიკური პროცესები, როგორი რედიზაინი მოხდება პოლიტიკური ლანდშაფტის, მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ახლა, ამ მოცემულობაში ის ერთიანობა, რომელიც მიიღეს ოპოზიციაში, არის უპირველესი და ამის ირგვლივ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

პარტია „მოქალაქეებში“ აცხადებენ, რომ თანამშრომლობა შესაძლებელია ცალკეული საკითხების გადასაჭრელად, თუმცა ვინმესთან გაერთიანებას გამორიცხავენ.

ახალი გაერთიანება „არასაპარლამენტო ოპოზიცია - ახალი პოლიტიკური ძალების პლატფორმა - Sputnik საქართველო
საქართველოში მცირე პარტიებისგან შემდგარი ახალი ოპოზიცური გაერთიანება შეიქმნა

დღეს ჩვენ ვსხედვართ ოპოზიციურ ერთობაში ადამიანებთან, რომლებთანაც არაფერი საერთო არ გვაქვს, რადგან არსებობს საერთო ამოცანა. თუ იქნება რაიმე ამოცანა, რომელიც ერთად უნდა გადაიჭრას, ჩვენ დავიწყებთ მის გადაჭრას. მაგრამ ზედმეტია საუბარი ვინმესთან პოლიტიკური გაერთიანების შესახებ, განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ამ საკითხზე რაიმე კონსულტაციები არ იმართება.

ვინ არის ვაშაძე?

პარტიის შექმნამდე ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ წარმომადგენლად ითვლებოდა. თუმცა 2016 წლის გაზაფხულზე მან დატოვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და დამოუკიდებელი პოლიტიკური კარიერა დაიწყო, შექმნა საკუთარი პარტია, სახელწოდებით „ახალი საქართველო“.

თუმცა თანამშრომლობა ყოფილ პარტიასთან არ შეუწყვეტია და 2018 წელს მისი პარტია ჯერ კიდევ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ბლოკში იყო გაერთიანებული, თავად ვაშაძე კი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის, მაშინ კი პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო შტაბს ჩაუდგა სათავეში.

თუმცა უკვე 2019 წელს ყოფილ თანამებრძოლებს შორის ურთიერთობა თანდათანობით შეირყა, საბოლოოდ კი მათი გზები 2020 წლის გაზაფხულზე გაიყარა, როდესაც ვაშაძე და მისი პარტია გამოვიდნენ ბლოკიდან „ძალა ერთობაშია“, სადაც დომინანტი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
არჩილ თალაკვაძე: არის რეალური ალბათობა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შევძლოთ შეთანხმება

ამასთან, ვაშაძემ გადაწყვიტა კენჭისყრა ისნის საარჩევნო ოლქში. მის კანდიდატურას „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭირა მხარი. ყოფილი თანამებრძოლები უკმაყოფილო დარჩნენ მისი ამბიციებით, გამხდარიყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, და ამას აგრესიული პიარ-კამპანია უწოდეს.

შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ბარიერი გადალახა და ოთხი მანდატი მოიპოვა.

თუმცა ყველა ოპოზიციური პარტია, მათ შორის, ვაშაძის პარტიაც, რომელიც პარლამენტში მოხვდა, უარს აცხადებს სადეპუტატო მანდატებზე და ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბებულია.

ყველა ახალი ამბავი
0