არჩილ თალაკვაძე: არის რეალური ალბათობა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შევძლოთ შეთანხმება
„არის რეალური ალბათობა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შევძლოთ შეთანხმება ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც გამოიწვევს პოლიტიკურ სტაბილურობას და გრძევადიანი თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემს, ეს არის საარჩევნო რეფორმის გაგრძელება. პრაქტიკულად, ჩვენ ამ საკითხზე პოზიციები იმდენად გვაქვს დაახლოებული, რომ შესაძლებელია, ეს გახდეს შეთანხმების მთავარი საკითხი. მომდევნო დღეებშიც იქნება ერთი ან რამდენიმე შეხვედრა. კიდევ ერთხელ მინდა განგიცხადოთ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან, განმეორებითი არჩევნები ან მასთან მიახლოებული და დაკავშირებული რაიმე ვერსია არ განიხილება“, – განაცხადა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს და მანამდე მხარეებმა მოლაპარაკება წარმატებით უნდა დაარსულონ.