საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას იწყებს – რას ითვალისწინებს რეგლამენტი

© photo: Sputnikპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პირველ სხდომაზე პარლამენტის წევრები ორგანიზაციულ საკითხებს გადაწყვეტენ.

თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რომელიც 11 დეკემბერს გაიმართება, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის – შესაბამისი პროცედურა პარლამენტის რეგლამენტითაა განსაზღვრული.

ახლადარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია საქმიანობას შეუდგეს, თუ მას დეპუტატების უმრავლესობა ესწრება.

დეპუტატების რეგისტრაციას ცესკოს მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე პარლამენტის აპარატი ახორციელებს. პარლამენტის წევრები სხდომაზე დასწრებას სარეგისტრაციო ფურცელზე ხელმოწერით ადასტურებენ. 

პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება

სხდომის გახსნის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი სიტყვას პარლამენტის უხუცეს წევრს გადასცემს, რომელიც თავმჯდომარის არჩევამდე ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას გაუძღვება.

ამის შემდეგ ცესკოს თავმჯდომარე არჩევნების შედეგებს გამოაცხადებს და დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას.

დროებითი სამანდატო კომისია სწავლობს დოკუმენტაციას და ანგარიშს აბარებს პარლამენტს, რომელიც დადგენილებით ცნობს მისი წევრების უფლებამოსილებას ერთიანი სიით, რომელსაც დროებითი სამანდატო კომისია წარუდგენს.

უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტი ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს და კომიტეტების თავმჯდომარეებს.

პირველ სხდომაზე დაკომპლექტდება ფრაქციებიც. საქართველოს პარლამენტში ფრაქცია შედგება მინიმუმ შვიდი დეპუტატისგან და ერთ პარტიას მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნის უფლება აქვს. 

კარლ ჰარცელი - Sputnik საქართველო
კარლ ჰარცელი მოლაპარაკებებზე: შედეგი ყველასთვის რთული იქნება

ფრაქციის რეგისტრაციისთვის მისმა თავმჯდომარემ უნდა მიმართოს დროებით სამანდატო კომისიას განცხადებით, რომელშიც მითითებულია ფრაქციის ოფიციალური დასახელება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა პირადი მონაცემები. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხი განიხილება დაუყოვნებლივ, ხოლო გადაწყვეტილებას დროებითი სამანდატო კომისია იღებს.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებიდან არაუგვიანეს 35-ე დღისა პარლამენტის ბიუროს წარედგინება არანაკლებ 76 პარლამენტის წევრის ხელმოწერით დადასტურებული საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სია, რომელსაც პარლამენტი რეგისტრაციაში ატარებს.

პარლამენტის ის წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას. საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგენით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიის რეგისტრაციის შემდეგ, რეგისტრაციაში ატარებს პარლამენტის ბიურო.

ამ ეტაპზე ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებს. კენჭისყრის შედეგებით მმართველმა პარტიამ 90 ადგილი და მთავრობის დაკომპლექტების უფლება მოიპოვა.

მმართველ პარტიაში იმედი აქვთ, რომ მოლაპარაკებები დადებითად დასრულდება და ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში მაინც შევა. ამასთან „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებიან რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, რასაც ოპოზიცია მოითხოვს.

ყველა ახალი ამბავი
0