თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის დაწყების თარიღის თაობაზე განკარგულებას ხელი სამშაბათს მოაწერა.
ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სესია 11 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.