კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© photo: Sputnikეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.673-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 169.649-ს მიაღწია.

თბილისი,  8 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.673 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.729 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონი, შემდეგ კი ქვემო ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 673, ქვემო ქართლი – 419, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 388, კახეთი – 384, შიდა ქართლი – 354, გურია – 126, სამცხე-ჯავახეთი – 111, მცხეთა-მთიანეთი – 109, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 41. 
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3.893 პირი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 141.392-ს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 36 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ გარდაცვლილია 1.576 ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 26.655 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ–კლინიკებში მოთავსებულია 6.829  პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.963, აჭარაში – 1.015, იმერეთში – 1.332.

1.123 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 425 პირი, მათ შორის, თბილისში – 212, აჭარაში – 51, იმერეთში – 48. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 3.759 ადამიანი, მათ შორის 1.187 – თბილისში, 1.858 – აჭარაში, 409 – იმერეთში. 16.067 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1.186 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 338, აჭარაში – 213, ხოლო იმერეთში – 27.

თვითიზოლაციაში იმყოფება 51.709 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 20.017 პირი, აჭარაში – 10.771, იმერეთში – 5.572.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.673-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 169.649-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0