COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© AFP 2024 / KENZO TRIBOUILLARDლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 141.392, გარდაიცვალა – 1.576, კარანტინის რეჟიმშია 1.186, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.829 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.759 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.673-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 169.649-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 141.392 (ბოლო 24 საათში – 3.893), გარდაიცვალა – 1.576 (ბოლო 24 საათში – 36), კარანტინის რეჟიმშია 1.186, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.829 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.759 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0