ვის დარჩება სახელი და ლოგო: რას გეგმავს „გირჩის" ლიდერი

© photo: Sputnik / Levan Avlabreliზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტიის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, იგი ყოფილ თანაგუნდელებთან ყველანაირ მოლაპარაკებას გამორიცხავს.  

თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. პარტია „გირჩში“ შიდა პარტიულ დაპირისპირებასა და შესაძლო დაშლის თემაზე, კიდევ ერთი ონლაინ–დისკუსია გაიმართა, სადაც თანაპარტიელებისა და მხარდამჭერების კითხვებს ალექსანდრე რაქვიაშვილმა უპასუხა, იუწყება „რუსთავი 2". 

გირჩი - Sputnik საქართველო
განხეთქილება ოპოზიციურ პარტიაში: ვინ დარჩება „გირჩში“

მანამდე პარტია „გირჩის“ დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის დახურულ ჯგუფში დაწერა, რომ მისი და პარტიის სამი მთავარი წევრის - იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილისა და სანდრო რახვიაშვილის გზები გაიყო და არ აპირებს მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას.

რაქვიაშვილის განცხადებით,  თუ „გირჩის" ლიდერები ვერ მიაღწევენ გარკვეულ შეთანხმებას, პარტია პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრება.

თუმცა, გირჩის ლიდერი ყოფილ თანაგუნდელებთან ყველანაირ მოლაპარაკებას გამორიცხავს და ემიჯნება პარტიას. ის ახალი ინსტიტუციის ჩამოყალიბებას გეგმავს, რომლის სახელიც და ლოგოც „გირჩი“ იქნება. 

ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
„ჩვენი გზები გაიყო“ – ზურაბ ჯაფარიძე განხეთქილებაზე „გირჩში“

„ჩემს გვერდით არის უმრავი ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში „გირჩს“ აკეთებდა, მათ შორის მხარდამჭერები, დამფინანსებლები და ასე შემდეგ. მე გამოვდივარ იმ სისტემიდან საერთოდ და ჩემთვის ახალ „გირჩს“ ვაკეთებ. მე ვრჩები „გირჩში“, ისინიც იძახიან, რომ ჩვენც „გირჩი“ ვართო. არანაირი კონსენსუსი არ იქნება, მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, ისინი გააკეთებენ, რასაც უნდათ“, განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის განცხადებით, თანაპარტიელებს შორის უთანხმოების მიზეზი ერთად მუშაობის პირობები გახდა.

„გირჩი“ პოლიტიკურ არენაზე 2015 წელს გამოჩნდა. პარტია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამმა ყოფილმა წევრმა დააფუძნა.

პარტია ლიბერალური მიმართულებისაა, სახელი გაითქვა არაორდინარული ქცევით და კანონში ხარვეზების აღმოჩენის უნარით. საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის წყალობით „გირჩმა“ მიაღწია საქართველოში მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას.

ყველა ახალი ამბავი
0