„ჩვენი გზები გაიყო“ – ზურაბ ჯაფარიძე განხეთქილებაზე „გირჩში“

© Sputnik / Vladimir Umikashviliზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პარტიაში თანამშრომლობას სამ თანამებრძოლთან ვეღარ გააგრძელებს.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ყველაზე არაორდინარული პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის დახურულ ჯგუფში თანამებრძოლებთან განხეთქილების შესახებ სტატუსი გამოაქვეყნა.

ჯაფარიძე: „გირჩის“ მესამე ადგილი აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ მომავლის პარტია, ეშინოდეთ!>>

ჯაფარიძის თქმით, უთანხმოებაა პარტიის წევრებთან სანდრო რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან. კონკრეტული მიზეზების შესახებ ჯაფარიძეს საჯაროდ არაფერი უთქვამს.

„სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო. არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს. სამწუხაროდ, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში. წარმატებას ვუსურვებ სამივეს“, – დაწერა ჯაფარიძემ.

ამასთან, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ყოფილ თანამებრძოლებს ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ.

სახელმწიფო დაფინანსებაზე უარს ორი ქართული პარტია აცხადებს>>

„გაჩერებას არ ვაპირებ. „გირჩის“ მთავარი ბრძოლები წინაა“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

„გირჩი“ საქართველოს პოლიტიკურ არენაზე 2015 წელს გამოჩნდა. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამმა ყოფილმა წარმომადგენელმა შექმნა. პარტია ლიბერალური მიმართულებისაა და არაორდინარული ინიციატივებით გამოირჩევა.

ყველა ახალი ამბავი
0