პანდემიის პირობებში შექმნილი სამოსი თავდაჯერებული და სიცოცხლის მოყვარე ადამიანებისთვის

© photo: courtesy of Sofi Kharatishviliსოფი ხარატიშვილის დიზაინით შექმნილი სამოსი
სოფი ხარატიშვილის დიზაინით შექმნილი სამოსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაზარზე ტანსაცმლის ახალი ქართული ბრენდი Per te გამოჩნდა. ორ მეგობარს განსხვავებული დიზაინის მქონე ტასაცმლის შექმნა პანდემიის პირობებში კომფორტული სამოსის დეფიციტმა გადააწყვეტინა.

სოფო ხარატიშვილის და მარიამ დემეტრაშვილის მიერ შექმნილი კოლექცია ყველა სეგმენტზეა გათვლილი და უკვე დაიმსახურა მომხმარებლის მოწონება. ტანსაცმელი თავისუფალი, თავდაჯერებული და სიცოცხლის მოყვარული ადამიანებისთვისაა.

© photo: courtesy of Sofi Kharatishviliსოფი ხარატიშვილი
პანდემიის პირობებში შექმნილი სამოსი თავდაჯერებული და სიცოცხლის მოყვარე ადამიანებისთვის - Sputnik საქართველო
სოფი ხარატიშვილი

- გაეცანით ჩვენს მკითხველს...

- გამარჯობა, მე ვარ სოფო ხარატიშვილი, 26 წლის, პროფესიით დიპლომატი. თავისუფალ დროს ვთამაშობ ჩოგბურთს. ამ ეტაპზე მთელ ჩემს დროს ვუთმობ ახალი ქართული ბრენდის Per te-ს განვითარებას.

© photo: courtesy of Sofi Kharatishviliსოფი ხარატიშვილის დიზაინით შექმნილი სამოსი
პანდემიის პირობებში შექმნილი სამოსი თავდაჯერებული და სიცოცხლის მოყვარე ადამიანებისთვის - Sputnik საქართველო
სოფი ხარატიშვილის დიზაინით შექმნილი სამოსი

- როგორ გაჩნდა საქმიანობის წამოწყების იდეა და როგორ მოხვდით დიზაინის სფეროში?

- მე და ჩემს მეგობარს მარიამ დემეტრაშვილს გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვინდოდა ისეთი სამოსის შექმნა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი და გამორჩეული იქნებოდა. თუმცა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ამას ვერ ვახერხებდით. პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო მოგვეცა საშუალება, გამოგვენახა დრო ჩვენი იდეის განსახორციელებლად, ხოლო დამატებითი მოტივაცია მოგვცა პირბადის ტარების აუცილებლობამ.

© photo: courtesy of Sofi Kharatishviliსოფი ხარატიშვილის დიზაინით შექმნილი სამოსი
პანდემიის პირობებში შექმნილი სამოსი თავდაჯერებული და სიცოცხლის მოყვარე ადამიანებისთვის - Sputnik საქართველო
სოფი ხარატიშვილის დიზაინით შექმნილი სამოსი

- როგორ ფიქრობთ, გაამართლა იდეამ? რამდენად მარტივი იყო ქართველი მომხმარებლის გულის მოგება და ბაზარზე თავის დამკვიდრება?

- იმის გათვალისწინებით, რომ მარტივი არაფერია და ყველა საქმეს თავდაუზოგავი შრომა სჭირდება, ვთვლი, რომ იდეამ გაამართლა. გვიხარია, რომ მოსწონთ ჩვენი სამოსი. ორმაგად ბედნიერები ვართ, როცა მადლიერი მომხმარებლების გულთბილ წერილებს ვიღებთ.

© photo: courtesy of Sofi Kharatishviliსოფი ხარატიშვილის დიზაინით შექმნილი სამოსი
პანდემიის პირობებში შექმნილი სამოსი თავდაჯერებული და სიცოცხლის მოყვარე ადამიანებისთვის - Sputnik საქართველო
სოფი ხარატიშვილის დიზაინით შექმნილი სამოსი

- რა სეგმენტზე გაქვთ გათვლილი, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც თქვენს სამოსს ატარებენ?

- სამოსი არ არის შექმნილი კონკრეტულად რომელიმე სეგმენტისთვის. მისი ტარება შეუძლია ყველა ასაკის და სქესის ადამიანს. ეს არის „სამოსი ყოველთვის, ყველგან და ყველასთვის“.

© photo: courtesy of Sofi Kharatishviliსოფი ხარატიშვილის დიზაინით შექმნილი სამოსი
პანდემიის პირობებში შექმნილი სამოსი თავდაჯერებული და სიცოცხლის მოყვარე ადამიანებისთვის - Sputnik საქართველო
სოფი ხარატიშვილის დიზაინით შექმნილი სამოსი

- თითოეული დიზაინი თქვენ გეკუთვნით?

- დიახ სამოსი ჩვენი დიზაინით იქმნება.

© photo: courtesy of Sofi Kharatishviliსოფი ხარატიშვილის დიზაინით შექმნილი სამოსი
პანდემიის პირობებში შექმნილი სამოსი თავდაჯერებული და სიცოცხლის მოყვარე ადამიანებისთვის - Sputnik საქართველო
სოფი ხარატიშვილის დიზაინით შექმნილი სამოსი

- მომხმარებლის სურვილით, დიზაინით თუ შეგიქმნიათ სამოსი?

- არა, მომხმარებლის დიზაინით არ შეგვიქმნია, თუმცა სამოსის შექმნის დროს მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მათ სურვილებს.

© photo: courtesy of Sofi Kharatishviliსოფი ხარატიშვილის დიზაინით შექმნილი სამოსი
პანდემიის პირობებში შექმნილი სამოსი თავდაჯერებული და სიცოცხლის მოყვარე ადამიანებისთვის - Sputnik საქართველო
სოფი ხარატიშვილის დიზაინით შექმნილი სამოსი

- ამ ეტაპზე რა პროდუქციაზე მუშაობთ, რაზეა უფრო მოთხოვნა?

- დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი სტილის – პირბადიან სამოსს ვქმნით, რადგან ორიენტირებული ვართ, რომ მომხმარებლები გამოიყურებოდნენ მოდურად და ამავდროულად იყვნენ ვირუსისგან დაცული.

© photo: courtesy of Sofi Kharatishviliსოფი ხარატიშვილის დიზაინით შექმნილი სამოსი
პანდემიის პირობებში შექმნილი სამოსი თავდაჯერებული და სიცოცხლის მოყვარე ადამიანებისთვის - Sputnik საქართველო
სოფი ხარატიშვილის დიზაინით შექმნილი სამოსი

- პანდემიამ რა გავლება იქონია თქვენ საქმიანობაზე?

- რა თქმა უნდა, ამ პერიოდს დადებითად ვერ შევაფასებ. როგორც ყველა ადამიანს, ჩვენც შეგვიქმნა გარკვეული პრობლემები.

- რამდენად კომფორტულია ქართველ მომხმარებლებთან მუშაობა, რამდენად გემოვნებიანი და მომთხოვნები არიან?

- ქართველ მომხმარებლებთან ურთიერთობა არის კომფორტული. ისინი ძალიან კარგად ერკვევიან ხარისხში და არიან მომთხოვნები. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ Per te-ს გუნდი აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს.

© photo: courtesy of Sofi Kharatishviliსოფი ხარატიშვილის დიზაინით შექმნილი სამოსი
პანდემიის პირობებში შექმნილი სამოსი თავდაჯერებული და სიცოცხლის მოყვარე ადამიანებისთვის - Sputnik საქართველო
სოფი ხარატიშვილის დიზაინით შექმნილი სამოსი

- სამომავლოდ რა მოლოდინი და გეგმები გაქვთ?

- მე და ჩემს ბიზნეს-პარტნიორს ძალიან ბევრი საინტერესო იდეა გვაქვს და Per te-ს მომხმარებლებს მომავალში ბევრ სიახლეს ვპირდებით. 

ყველა ახალი ამბავი
0