https://sputnik-georgia.com/20201206/samegrelo-zemo-svaneTis-regionSi-COVID-19-is-433-SemTxveva-gamovlinda-250263231.html
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში COVID-19-ის 433 შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში COVID-19-ის 433 შემთხვევა გამოვლინდა
Sputnik საქართველო
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებული 281 პაციენტი მკურნალობს, აქედან სულ მცირე 33 პირი მძიმე მდგომარეობაშია 06.12.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-12-06T14:11+0400
2020-12-06T14:11+0400
2023-08-17T18:04+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24545/46/245454652_0:96:2017:1236_1920x0_80_0_0_64b70578e0533fbcf2f859a261de1745.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24545/46/245454652_0:0:1967:1236_1920x0_80_0_0_e23102cc064d38243532be57aae47ccd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში COVID-19-ის 433 შემთხვევა გამოვლინდა
14:11 06.12.2020 (განახლებულია: 18:04 17.08.2023) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებული 281 პაციენტი მკურნალობს, აქედან სულ მცირე 33 პირი მძიმე მდგომარეობაშია
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში COVID-19-ის 433 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ადმინისტრაციაში ადასტურებენ, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
მათი ცნობით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 120 ადამიანი იმყოფება.
- რუხის კლინიკაში იმყოფება 143 კოვიდ პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის - 95, ხოლო მძიმე პაციენტია 13.
- სენაკში, „სენამედის“ კლინიკაში მკურნალობს 40 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე მდგომარეობაშია 8 ადამიანი.
- ფოთის კლინიკაში იმყოფება 38 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა 12 პაციენტი.
- ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებულია 32 პაციენტი.
- აბაშის „ევექსის“ კოვიდ-კლინიკაში მკურნალობს 28 პაციენტი.
რეგიონში კორონავირუსით გამოწვეული გართულებები შედეგად 2 მოქალაქე გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 162 475-ს. ტესტირების შედეგად ბოლო 24 საათში გამოვლინდა COVID-19-ის 4 321 დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 133 511-მდე. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 504 ადამიანი გარდაიცვალა.
ნიკა ლატარია