თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების 30% დადებითი აღმოჩნდა, ამას მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს.
ბოლო დღე-ღამეში ჩატარდა სულ 14 396 ტესტი, აქედან 5 816 ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი და 8 580 PCR-ტესტი. ამ ტესტირების შედეგად გამოვლინდა COVID-19-ის 4 321 დადასტურებული შემთხვევა.
მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორთვიანი კონკრეტული გეგმის ფარგლებში უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს.
ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 162 475 -ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 133 511-მდე. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 504 ადამიანი გარდაიცვალა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
თბილისში - 1 615 შემთხვევა, იმერეთში – 564, აჭარაში – 491, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 433, ქვემო ქართლში – 395, შიდა ქართლში – 253, გურიაში – 77, კახეთში – 236, მცხეთა-მთიანეთში – 175, სამცხე-ჯავახეთში – 76, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.
აქტიური შემთხვევა არის 27 434. მათ შორის, 6 897 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. აქედან, თბილისის საავადმყოფოებში – 2 994, აჭარაში – 1 035, იმერეთში – 1 334.
მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში – 493, აჭარაში – 157, იმერეთში – 245. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 420 პირი, მათგან თბილისში – 187, აჭარაში – 88, იმერეთში – 48.
კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 3 969 ადამიანი. მათ შორის 1 282 – თბილისში, 1 942 – აჭარაში, 428 – იმერეთში.
საცხოვრებელ ბინაზე მკურნალობის კურსს 16 568 პირი გადის.
თვითიზოლაციაში იმყოფება 51 296 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 799 პირი, აჭარაში – 11 495, იმერეთში – 5 316.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 282 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 346, აჭარაში – 262, ხოლო იმერეთში – 28.
სულ 6 ოქტომბრიდან – 5 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 19 986 პირი.