არ ჭამოთ კანიანად მომზადებული კარტოფილი – ეს საშიშია: ექიმის განმარტება

© Pixabay / dapurmelodiგაფცქვნილი კარტოფილი
გაფცქვნილი კარტოფილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმი-ენდოკრინოლოგი განმარტავს, რატომ არის ჯანმრთელობისთვის საზიანო კარტოფილის კანიანად მომზადება, და შესაბამის რეკომენდაციებსაც გასცემს.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. „მუნდირიანი“ კარტოფილის ჭამა სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, აცხადებს უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმ-ენდოკრინოლოგი ელენა გუბკინა.

სპეციალისტმა განმარტა, რატომ უნდა ითქვას უარი კარტოფილის კანიანად მოხარშვაზე.

მოხარშული კარტოფილი - Sputnik საქართველო
უხეში შეცდომა კარტოფილის ხარშვისას: დასახელდა სწორი მეთოდი

მისი თქმით, სწორედ კანში გროვდება ყველაზე დიდი რაოდენობით ნიადაგსა და ჰაერში შემავალი მავნე ნივთიერებები.

გარდა ამისა, ენდოკრინოლოგის რჩევაა, არ მომზადდეს კარტოფილი ფრიტიურში, ვინაიდან ასეთ დროს მასში ბევრი ცხიმები და ტოქსიკური ნივთიერებები გროვდება.

„მეორე პურის“ მომზადების საუკეთესო მეთოდად ელენა გუბკინას გაფცქვნილი კარტოფილის მოხარშვა ან მისი ორთქლზე მომზადება მიაჩნია. ამ გზით ბოსტნეულში სასარგებლო ნივთიერებების (ვიტამინი B6, კალიუმი, ნატრიუმი) მაქსიმალური რაოდენობა რჩება.

როდის არის კარტოფილი სასარგებლო და როდის – საზიანო? განმარტავს ექიმი–დიეტოლოგი>>

ამასთანავე ექიმი გვირჩევს, გავითვალისწინოთ რამდენიმე მომენტი, რაც კარტოფილის მიღებისას ნულამდე დაიყვანს გვერდით ეფექტებს:

  • მოერიდეთ გამწვანებული ბოლქვების გამოყენებას, ვინაიდან მათში უკვე დაგროვილია სოლანინი — უჯრედების დამანგრეველი ტოქსიკური ნივთიერება;
  • მოერიდეთ ძალიან მაღალ ტემპერატურაზე კარტოფილის მომზადებას.

კარტოფილის ოპტიმალურ ნორმად ექიმი კვირაში ორჯერ 200-300 გრამს მიიჩნევს.

 

ყველა ახალი ამბავი
0