როდის არის კარტოფილი სასარგებლო და როდის – საზიანო? განმარტავს ექიმი–დიეტოლოგი

გამოწერა
ექიმი ამსხვრევს დამკვიდრებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კარტოფილი წონაში მატებას უწყობს ხელს და ამბობს, რომ ამის მტკიცება მთლად მართებული არ არის.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. კარტოფილი არის „მეორე პური“, რომელიც, სწორად მომზადების შემთხვევაში, გავლენას არ ახდენს წონის მატებაზე, აცხადებს ექიმი–დიეტოლოგი ტატიანა რაზუმოვსკაია.  

ექიმის თქმით, გავრცელებული მოსაზრება, რომ კარტოფილი წონის სწრაფ მატებას უწყობს ხელს, მთლად მართებული არ არის: მოხარშული კარტოფილის კალორიულობა 100 გრამზე (ასეთია საშუალო ზომის კარტოფილის წონა) დაახლოებით 80-110 კილოკალორიაა. ამავე დროს კარტოფილში ცოტაა უხეში ბოჭკო, არ იწვევს მუცლის შებერვასა და შეშუპებას.

მოხარშული კარტოფილი - Sputnik საქართველო
უხეში შეცდომა კარტოფილის ხარშვისას: დასახელდა სწორი მეთოდი

სხვა შემთხვევაა კარტოფილი ფრი (დაახლოებით 280 კკალ), რომელიც ზიანს აყენებს სხეულის ფორმებს და ზრდის II ტიპის დიაბეტის რისკს. ამასთან, იკარგება სასარგებლო ნივთიერებების 60 პროცენტი. ხოლო როცა კარტოფილს კანიანად ხარშავთ ან აცხობთ, სასარგებლო ნივთიერებების 10-15 პროცენტი „ორთქლდება“.

„ვინც წონაში იკლებს, არ უნდა მიირთვას კარტოფილი ხორცთან ან სალასთან ერთად. ასეთი პროდუქტები ერთად ნელა მუშავდება. რა თქმა უნდა, ერთჯერადად ასეთი კერძის ჭამა შეიძლება, მაგრამ ძირითად რაციონს არ უნდა წარმოადგენდეს“, — განმარტა დიეტოლოგმა.

რისთვის რომელი

გარდა ამისა, რაზუმოვსკაია გვირჩევს, რომელი კერძისთვის რა სახეობის კარტოფილია გამოსადეგი. მისი თქმით, სუპებისა და სალათების მოსამზადებლად მუქკანიანი კარტოფილია უმჯობესი — ის არ ჩაიხარშება მდუღარე წყალში, შესაწვავად ყვითელი ან ვარდისფერი ბოლქვები გამოიყენეთ — მომწარო გემო არ ექნება, ხოლო პიურეს მოსამზადებლად საუკეთესოა თეთრი კარტოფილი — ის უფრო რბილია და კარგად იხარშება.

ხილ-ბოსტნეული - Sputnik საქართველო
როდის და რომელი ბოსტნეული გარდაიქმნება შხამად: ექიმი-დიეტოლოგი განმარტავს

გულისა და წნევისთვის

კარტოფილში ბევრია კალიუმი — 378 მილიგრამი 100 გრამზე, ის ორგანიზმს ზედმეტი წყლის, ნატრიუმისა და ტოქსინების გამოდევნაში ეხმარება. თუ ორგანიზმს კალიუმი არ ჰყოფნის, შეიძლება კუნთების კრუნჩხვები და გულის რიტმის დარღვევები განვითარდეს.

კარტოფილში კალიუმთან ერთად მაგნიუმის მაღალი შემცველობა პოზიტიურად მოქმედებს არტერიულ წნევაზე: ამცირებს მას, რაც სასარგებლოა ჰიპერტონიკებისთვის. თუმცა, თვითონ კარტოფილი წნევას არ შეამცირებს და ვერ შეცვლის ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს.

ამაგრებს ძვლებს

კარტოფილი არის ფოსფორის წყარო (100 გრამზე 50-60 მილიგრამი), რომელზეც დამოკიდებულია ნახშირწყლების ცვლა. ჩონჩხის ქსოვილები წარმოიქმნება ფოსფორმჟავას მარილებისგან. ფოსფორის ნაკლებობამ ბავშვებში შეიძლება რაქიტი გამოიწვიოს.

პომიდვრის სალათა - Sputnik საქართველო
მიირთვით ცალ-ცალკე: ცნობილი შეფ-მზარეული არათავსებად პროდუქტებს ასახელებს

ვირუსის საწინააღმდეგოდ და კბილებისთვის

გარდა ამისა, კარტოფილი შეიცავს უამრავ C ვიტამინს: 13 მილიგრამი 100 გრამზე. ის აძლიერებს სისხლძარღვებს — ვენებიდან კაპილარებამდე, კბილებს კალციუმს აწვდის, ეხმარება ორგანიზმს ვირუსებთან ბრძოლაში.

როგორ ავირჩიოთ და შევინახოთ კარტოფილი

  • კარტოფილი უნდა იყოს მთლიანი და მშრალი. ბოლქვს არ უნდა ჰქონდეს ღივები — ისინი ტოქსიკური ნივთიერების — სოლანინის არსებობაზე მიუთითებს, რომელიც ხანგრძლივი და არასწორი შენახვის დროს ჩნდება ბოლქვში.
  • რაც შეხება მწვანე ლაქებს, თუ ის ორ სანტიმეტრზე მეტი არ არის, მაშინ ეს ნორმის ფარგლებს არ სცდება. თუმცა მწვანე ზედაპირი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოიჭრას.
  • თუ კარტოფილს მუქი ყავისფერი ლაქები აქვს, ე.ი. ის დაავადებულია და სწრაფად გაფუჭდება.
  • კარტოფილის შენახვის საუკეთესო ტემპერატურაა ორიდან ხუთ გრადუსამდე.
  • თუ გსურთ, რომ კარტოფილი სწრაფად არ გაღივდეს, ჩადეთ მასთან ერთად ორი–სამი ღერი მშრალი პიტნა, ეს ხელს შეუწყობს პროცესის გარკვეული დროით შენელებას.
ყველა ახალი ამბავი
0