თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. პოლიციამ მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით თბილისში 40 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებული თავისი არასრულწლოვანი შვილისა და შვილის თანატოლი მეგობრების მიმართ გარყვნილ ქმედებებს სჩადიოდა, რომელთა ნაწილის ვიდეოგადაღებასაც ახორციელებდა. აღნიშნული ვიდეოჩანაწერები საქმეში ნივთმტკიცების სახით არის წარმოდგენილი.
ასევე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს არასრულწლოვნებთან სექსუალური ხასიათის მიმოწერა ჰქონდა.
აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არასრულწლოვანი პირების გამოკვეთა და დადგენა.
გამოძიება წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.