ხონში 72 წლის მამაკაცი ცხრა წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ბრალდებულს 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 12 ოქტომბერი – sputnik. სამართალდამცველებმა ხონის მუნიციპალიტეტში 72 წლის მამაკაცი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს ცხრა წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცი დღეს დააკავა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0