ცნობილი გახდა სექს-წვეულებაზე დაკავებული ევროპარლამენტის დეპუტატის ვინაობა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს შესასვლელი ბრიუსელში
ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს შესასვლელი ბრიუსელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპარლამენტის 59 წლის დეპუტატის თქმით, მისთვის უცნობია, ვინ და რა ვითარებაში ჩაუდო მას „ექსტაზის“ აბი.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ბრიუსელში აკრძალულ სექს-წვეულებაზე დაკავებული ევროპარლამენტის დეპუტატი უნგრეთის წარმომადგენელი იოჟეფ საიერი აღმოჩნდა, იუწყება ტელეარხი Euronews.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიუსელის პოლიციამ 27 ნოემბერს ერთ-ერთი ბარის სარდაფში გამართულ სექს–წვეულებაზე ევროპარლამენტის დეპუტატი და რამდენიმე დიპლომატი დააკავა. აღსანიშნავია, რომ ბელგიაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოქმედებს — არ მუშაობს ბარები, რესტორნები, ღამის კლუბები და სხვა გასართობი დაწესებულებები.

რეჯეფ ერდოღანი ევროკავშირის დროშის ფონზე - Sputnik საქართველო
რეზოლუცია მიღებულია: ევროპარლამენტმა თურქეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესება მოითხოვა
„პატიებას ვითხოვ იმისთვის, რომ წესები დავარღვიე. ეს უპასუხისმგებლობა იყო ჩემი მხრიდან. მზად ვარ დავისაჯო ამისთვის“, — განაცხადა 59 წლის ევროდეპუტატმა.

ამასთან საიერი აცხადებს, რომ არ გამოუყენებია და არც ჰქონია არანაირი ნარკოტიკული ნივთიერება.

„პოლიციას შევთავაზე, ადგილზევე ჩაეტარებინათ ნარკოტიკებზე ტესტირება, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. პოლიციამ თქვა, რომ ნაპოვნია „ექსტაზის“ აბი. ის ჩემი არ არის. არ ვიცი ვინ ჩამიდო და როგორ. ამის შესახებ პოლიციას ვუთხარი“, — აცხადებს დეპუტატი.

გავრცელებული ინფორმაციით, იოჟეფ საიერმა 29 ნოემბერს გაუგზავნა განცხადება ევროპარლამენტის სპიკერს დავიდ სასოლის, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს.

 

ყველა ახალი ამბავი
0