თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობა და ჯანდაცვის სამინისტრო დღეს კორონავირუსის ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს პრეზენტაციას გამართავენ, იუწყება სააგენტო РИА Новости.
„ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო, გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვასილი ნებენზია, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის დირექტორი კირილ დმიტრიევი“, — აცნობა სააგენტოს წარმომადგენლობის პრეს-მდივანმა ფედორ სტრჟიჟოვსკიმ.
მისი თქმით, ვირტუალური ღონისძიება „სპუტნიკ V: COVID-19-ის ვაქცინა“ გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სესიის ფარგლებში გაიმართება და სხდომაზე რუსული პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია იქნება წარდგენილი.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ზაფხულის ბოლოს დაარეგისტრირა მსოფლიოში პირველი ანტიკორონავირუსული ვაქცინა, რომელიც გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის სამეცნიერო ცენტრმა შექმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან ერთად. პრეპარატს სახელად „სპუტნიკ V“ ეწოდა. ის ადამიანის უკვე შესწავლილი და შემოწმებული ადენოვირუსული ვექტორების პლატფორმაზე შეიქმნა. ამგვარი მეთოდით შექმნილი ვაქცინის ძირითადი უპირატესობებია უსაფრთხოება, ეფექტურობა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობა.