ნიუ-დელიში კლინიკური ტესტებისთვის Sputnik V-ს მომდევნო პარტია ჩაიტანეს

გამოწერა
კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის Sputnik V-ს მორიგი პარტია ჩაიტანეს ნიუ-დელიში, რათა კლინიკური ტესტირების მეორე და მესამე ფაზები ჩატარდეს.

კომპანია Dr. Reddy’s Laboratories Ltd. ჰაიდარაბადში ჩაატარებს „მრავალცენტრულ რანდომიზირებულ კონტროლირებად კვლევებს, რომლებიც უსაფრთხოებისა და იმუნოგენობის კვლევასაც მოიცავს“.

„ამ დროისათვის პრეპარატის კვლევის მესამე ფაზაში 40 ათასი მოხალისე მონაწილეობს, რომელთაგან 22 ათასს უკვე გაუკეთდა ვაქცინის პირველი დოზა, ხოლო 19 ათასზე მეტს – პირველი და მეორე დოზები“, – განაცხადეს კომპანიაში.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა და Dr. Reddy’s-მა ინდოეთის მედიკამენტების ცენტრალური ლაბორატორიისგან ნებართვა ოქტომბერში მიიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0