მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საშიში ნაბიჯები: ირანის ბირთვული პროგრამა გააქტიურდება

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიირანის პარლამენტი
ირანის პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფიზიკოს ფაჰრიზადეს მკვლელობის შემდეგ ირანის პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა ბირთვული პროგრამის გააქტიურების კანონპროექტი და ის ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ირანის პარლამენტმა დაამტკიცა ქვეყნის ბირთვული პროგრამის გააქტიურების შესახებ პროექტის ზოგადი ნორმები, იუწყება სააგენტო Fars.

გავრცელებული ინფორმაციით, პროექტს, რომელიც ფიზიკოს მოჰსენ ფაჰრიზადეს მკვლელობის შემდეგ დაჩქარებული წესით შევიდა პარლამენტში განსახილველად, 251-მა დეპუტატმა მისცა ხმა. 

მოჰსენ ფაჰრიზადეს მკვლელობა - Sputnik საქართველო
ირანი შურისძიებით იმუქრება: ფიზიკოსის მკვლელობა უპასუხოდ არ დარჩება

აღნიშნული კანონპროექტი ქვეყანაში ერთ წელიწადში 120 კგ-მდე ძლიერ გამდიდრებული ურანისა (საუბარია 20%-მდე გამდიდრებულ ურანზე, რომელიც ბირთვული იარაღის საწარმოებლად გამოიყენება) და ასევე ერთ თვეში 500 კგ დაბალგამდიდრებული ურანის წარმოებასა და დაგროვებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის ირანი უკვე ამდიდრებს ურანს შეთანხმებით გათვალისწინებულ დონეზე მეტად — 4%-მდე, ნაცვლად 3,67%-ისა.

გარდა ამისა, დეპუტატების თქმით, დაგეგმილია ურანის გამამდიდრებელი ცენტრიფუგების — IR-2M-ის და IR-6-ის ამოქმედება, მაშინ, როცა „ბირთვული გარიგება“ მხოლოდ პირველი თაობის ცენტრიფუგა IR-1-ის გამოყენებას ითვალისწინებს.

ახლა კანონპროექტის რატიფიკაციისთვის აუცილებელია კონსტიტუციის მცველთა საბჭოს თანხმობა. კანონპროექტებს ირანში სწორედ ეს ორგანო ამოწმებს. თუ კონსტიტუციის მცველთა საბჭო პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს მოიწონებს, მაშინ ის შესასრულებლად სავალდებულო გახდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0