მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ირანი შურისძიებით იმუქრება: ფიზიკოსის მკვლელობა უპასუხოდ არ დარჩება

CC BY 4.0 / Fars News Agency / Killing of Mohsen Fakhrizadehმოჰსენ ფაჰრიზადეს მკვლელობა
მოჰსენ ფაჰრიზადეს მკვლელობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანელი ფიზიკოსი მოჰსენ ფაჰრიზადე ამასთანავე ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი ოფიცერიც იყო.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ფიზიკოს მოჰსენ ფაჰრიზადეს მკვლელობა უპასუხოდ არ დარჩება, განაცხადა ირანის თავდაცვის მინისტრმა ამირ ჰათამიმ.

„მტერმა კარგად იცის, და მე, როგორც სამხედრო, ვეუბნები მას: არც ერთი დანაშაული, არც ერთი მკვლელობა, არც ერთი სისულელე ირანელი ხალხის მიმართ პასუხის გარეშე არ დარჩება“, — თქვა მინისტრმა მეცნიერთან გამოთხოვების ცერემონიაზე, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცემოდა.

ჰათამის თქმით, მკვლელობის მიზანი საზოგადოებაში გათიშულობის შეტანა იყო, თუმცა თავდასხმის ორგანიზატორებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.

​მოჰსენ ფაჰრიზადე 27 ნოემბერს მოკლეს თეირანის მახლობლად, როდესაც ის მეუღლესთან ერთად მიემგზავრებოდა ქალაქ აბსარდისკენ დაჯავშნული ავტომობილითა და დაცვის სამი მანქანის თანხლებით. მძიმედ დაჭრილი ფიზიკოსი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადააფრინეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამად ჯავად ზარიფის ვარაუდით, გამორიცხული არ არის, რომ ფაჰრიზადეს მკვლელობაში, რომელსაც ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთ ავტორად მოიაზრებდნენ, ისრაელის ხელი ერიოს. მან მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, განსაკუთრებით კი ევროკავშირს, შეწყვიტონ ორმაგი სტანდარტები და დაგმონ „სახელმწიფოებრივი ტერორიზმის“ აქტი.

ყველა ახალი ამბავი
0