თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში, 1 დეკემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 139.343-ს მიაღწია, მეზობელ სომხეთში კი აღნიშნულ პერიოდში ინფიცირების 135.967 შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 3.759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სომხეთში – 843.
კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად სომხეთში 2.193 ადამიანი (გასულ დღე-ღამეში 29 ადამიანი) გარდაიცვალა, საქართველოში – 1.303 (36 ბოლო დღე-ღამეში).
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, სომხეთში მათი რაოდენობა 110.365-ს შეადგენს, საქართველოში კი 117.560-ს.
მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობით საქართველო 50-ე ადგილზეა, სომხეთი კი 53-ე ადგილზე.