ცერცვაძე: ვირუსის გართულებები საფრთხეს უქმნის როგორც ხანდაზმულებს, ასევე ახალგაზრდებს

© Sputnik / STRINGERახალგაზრდები პირბადეებით
ახალგაზრდები პირბადეებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ზოგი ფიქრობს, რომ კორონავირუსი მხოლოდ ხანდაზმულების დაავადებაა, და ამ მოსაზრებამ ახალგაზრდებს ცუდი სამსახური გაუწია.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. COVID-19-სგან გამოწვეული გართულებები საფრთხეს უქმნის როგორც ხანდაზმულებს, ასევე ახალგაზრდებს, განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პირველ არხთან“ ისაუბრა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
კორონავირუსმა 19 წლის გოგონა იმსხვერპლა

გუშინ, 30 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგონა გარდაიცვალა. იგი თავდაპირველად მკურნალობას კოვიდ-სასტუმროში გადიოდა, მას შემდეგ კი, რაც მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, კერძო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გოგონას თანმდევი დაავადება დიაბეტი ჰქონდა. ინფიცირებულები არიან გოგონას ოჯახის წევრებიც, თუმცა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილი ზედმეტად გათამამდა და არ იცავს რეგულაციებს, რადგან ზოგი ფიქრობს, რომ კორონავირუსი მხოლოდ ხანდაზმულების დაავადებაა.

„ჩვენ გვესმოდა 32, 34, 36, 15 წლის პაციენტების გარდაცვალების შემთხვევები, ახლა 19 წლის. ზოგიერთი ამბობდა (ცუდი პოზიცია იყო), რომ „კოვიდი მხოლოდ ხანდაზმულების დაავადებაა, ის საფრთხეს არ უქმნის ახალგაზრდებს“. ამან ცუდი სამსახური გაუწია საზოგადოებას, რადგან სწორედ ამიტომ საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილი ზედმეტად გათამამდა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის განმარტებით, ახალგაზრდებსაც ექმნებათ კოვიდის გართულებები, მაგალითად, გულის უეცარი გაჩერება.

მისი თქმით, საქართველოში ჰოსპიტლის გარეთ კოვიდ-ინფიცირებული მოქალაქეების გარდაცვალების შემთხვევები ცოტაა.

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში „რემდესივირს“ ორ კვირაში შემოიტანენ

„ვახერხებთ, რომ ავადმყოფი ექიმის გარეშე, ხოლო მძიმე ავადმყოფი ჰოსპიტალიზაციის გარეშე არ დარჩეს. საქართველოში ძალიან ცოტაა ჰოსპიტლის გარეთ გარდაცვალების შემთხვევები. ბინასა და სასტუმროში გარდაცვალების ერთეული შემთხვევებია, 15 შემთხვევაზე მეტი არ იქნება, მაშინ, როდესაც უცხოეთში არის ასეული და ათასეული ასეთი შემთხვევა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სპეციალისტმა ასევე ისაუბრა შეზღუდვების დადებით შედეგებზე, თუმცა, მისი პროგნოზით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურება მყისიერად მაინც ვერ მოხდება.

„შეზღუდვებმა აუცილებლად უნდა მოიტანოს დადებითი შედეგი. კერძოდ, უნდა შემცირდეს შემთხვევათა რაოდენობა, თუმცა ამ შედეგებს დაუყოვნებლივ არ ველოდებით, რადგან იცით, ადამიანი რომ დაინფიცირდება, მის გამოვლენას ინკუბაციის ორკვირიანი პერიოდი სჭირდება. ორი კვირის შემდეგ უნდა ვიგრძნოთ პირველი შედეგები“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ მზარდია>>

რთული ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.759-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 139.343-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 117 560 ადამიანი, გარდაიცვალა 1 303 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0