დავით ზალკალიანი ნატოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

© Facebook / David Zalkalianiდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა კორონავირუსის პანდემიის გამო ონლაინ–ფორმატში გაიმართება.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ნატოს შტაბბინა ბრიუსელში - Sputnik საქართველო
ნატოს შტაბ-ბინაში COVID-19 დაფიქსირდა: ალიანსი შინიდან მუშაობს

ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა ბრიუსელში 1-2 დეკემბერს გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდება.

დავით ზალკალიანი ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაში ვარშავიდან, პოლონელ კოლეგა ზბიგნევ რაუსთან ერთად ჩაერთვება.

მინისტერიალის ფარგლებში განიხილება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, ასევე ამ მხრივ მიღწეული წარმატებები და საქართველოს ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობისკენ მიმართული აქტივობები.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს პოლონელ კოლეგასთან და პოლონეთის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსთან კშიშტოფ შცერსკისთან.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" მონაწილე გახდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო–ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0