მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნატოს შტაბ-ბინაში COVID-19 დაფიქსირდა: ალიანსი შინიდან მუშაობს

© photo: Sputnik / Yuri Somov / გადასვლა მედიაბანკშინატოს შტაბბინა ბრიუსელში
ნატოს შტაბბინა ბრიუსელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმისათვის, რომ პერსონალისა და  ვიზიტორების უსაფრთხოება უზრუნველეყოთ, ნატომ უკვე გაატარა პრევენციული ზომები.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ნატოს ბრიუსელის შტაბ-ბინაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება ალიანსის ოფიციალური ვებ-გვერდი.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ნატოს ერთ თანამშრომელს, რომელიც ბრიუსელის შტაბ-ბინაში მუშაობს, COVID-19-ზე დადებითი შედეგი გამოუვლინდა“, — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ნატოს ინფორმაციით, აღნიშნული თანამშრომელი ჩრდილოეთ იტალიაში იმყოფებოდა. დაბრუნების შემდეგ, გასულ კვირაში მან თავი შეუძლოდ იგრძნო და სიმპტომების გამო, რომლებიც ძალიან წააგავდა კორონავირუსით ინფიცირებას, ტესტირება გაიარა. ამ დროისათვის ინფიცირებული თანამშრომელი საკუთარ სახლში იმყოფება იზოლაციაში. 

კორონავირუსი ირანში - Sputnik საქართველო
COVID-19: ინტერნეტში ამოკითხულ ინფორმაციას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ალიანსის ცნობით, შტაბ-ბინის თანამშრომლებს ინფორმაცია COVID-19-ზე დადებითი პასუხის მიღებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მიეწოდა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირის ბოლოდან ისინი შინიდან მუშაობდნენ და კვლავაც დისტანციურად განაგრძობენ საქმიანობას.  

„ნატო განაგრძობს სიტუაციაზე მუდმივ დაკვირვებას და აუცილებელი ზომების გატარებას“, — ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.

იმისათვის, რომ პერსონალისა და  ვიზიტორების უსაფრთხოება უზრუნველეყოთ, ნატომ უკვე გაატარა პრევენციული ზომები. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ზომებს შორისაა ზოგი თანამშრომლის მივლინებების შეჩერება, სახლიდან მუშაობის წახალისება და ნატოს ბრიუსელის შტაბ-ბინაში ჯგუფური ვიზიტების შეწყვეტა.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსი COVID-19-ით დავადებულთა რაოდენობამ 111 321 კაცი შეადგინა. აქედან ჩინეთზე კვლავინდებურად 80 735 ინფიცირებული მოდის, ხოლო სხვა ქვეყნებში ეს მაჩვენებელი იზრდება. სულ მსოფლიოში გარდაიცვალა 3 892 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 62 373 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0