თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3.216 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.622 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონი, შემდეგ კი აჭარაა.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 517, აჭარა – 313, ქვემო ქართლი – 187, კახეთი – 161, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 160, შიდა ქართლი – 82, მცხეთა-მთიანეთი – 77, სამცხე-ჯავახეთი – 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 37 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზით ჯამში 1.267 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 20.305 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.383 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.798, იმერეთში – 1.240, აჭარაში – 991.
1.038 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 466 პირი, მათ შორის, თბილისში – 221, აჭარაში – 122, იმერეთში – 39. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 3.857 ადამიანი, მათ შორის, 2.023 – აჭარაში, თბილისში – 1.282, იმერეთში – 270. 10.065 პირი მკურნალობს ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2.104 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 455, აჭარაში – 1.042, ხოლო იმერეთში – 35.
თვითიზოლაციაში იმყოფება 52.822 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 18.901 პირი, აჭარაში – 12.485, იმერეთში – 4.986.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.216-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 135.584-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.