COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© Pixabay / PublicDomainPicturesსისხლის ანალიზი ლაბორატორიაში
სისხლის ანალიზი ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 113.986 ადამიანი, გარდაიცვალა – 1.267, კარანტინის რეჟიმშია 2.104, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.383 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.857 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.216-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 135.584-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 113.986 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.937), გარდაიცვალა – 1.267 (ბოლო 24 საათში – 37), კარანტინის რეჟიმშია 2.104, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.383 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.857 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0