განმსაზღვრელ როლს სახელმწიფოს სამხედრო ორგანიზაციის მთელი სისტემა, თავდაცვითი მრეწველობის პოტენციალის, არსენალებისა და ლოგისტიკური შესაძლებლობების ჩათვლით. ყარაბაღის კონფლიქტმა პირველ რიგში თურქული Bayraktar TB2-ის უპირატესობა კი არ აჩვენა ჰაერში, არამედ სომხეთის მხრიდან საკუთარი ძალების გადაჭარბებით შეფასება და თავდაცვის ცუდი ორგანიზაცია მიწაზე.
მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მედია-სივრცეში არაერთი შეფასებითი პუბლიკაცია გაჩნდა, რომელთა შინაარსი ორ მარტივ მტკიცებულებამდე შეიძლება დავიყვანოთ:
1. აზერბაიჯანმა იმიტომ გაიმარჯვა, რომ თურქული დრონები ჰქონდა;
2. რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის „მძიმე“ სისტემები უსარგებლო ხდება დრონების თანამედროვე ომში.
ესოდენ გამარტივებული მიდგომა ექსპერტების შედარებით აბსტრაქტული სამხედრო-ტექნიკური ცოდნითა და ასევე სომხური საბრძოლო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის მარცხის თვალსაჩინო მაგალითების უზარმაზარი რაოდენობით აიხსნება. მაგრამ რეალობა ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე ჩვენი შეხედულებები მასზე.
სასწაულები არ არსებობს, ნებისმიერი ფილმის რეჟსორის ჩანაფიქრის ნაყოფია. „ბაირახტრებისა“ თუ აზერბაიჯანის არმიის სხვა დრონების მიერ ყარაბაღში გადაღებული ვიდეოსიუჟეტები იმთავითვე მოწინააღმდეგის საბრძოლო სულის განადგურებასა და თურქული დრონების შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე პოპულარიზაციას ემსახურებოდა. ამასთან კადრს მიღმა რჩებოდა „ამაო ფრენები“ და შეცდომები, ასევე ათობით დრონის ჩამოგდების კადრები.
ბრძოლის ველზე ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურების ძირითადი ინსტრუმენტები კვლავ საარტილერიო იარაღი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები რჩება. ჯარებში ამგვარი ტექნიკა უფრო მეტია, ვიდრე უპილოტო საფრენი აპარატები. არტილერია შეუდარებლად ძლიერია საომარი სიძლიერის კუთხით. მაგალითად, მილიონ დოლარად ღირებულ Bayraktar-ს სამიზნემდე 150 კგ საბრძოლო მასალის მიტანა შეუძლია, ხოლო შედარებით ბიუჯეტური ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ერეთ ზალპში ტონობით მომაკვდილენელი ლითონი შედის. ამგვარად, არტილერია მნიშვნელოვნად ამცირებს სამიზნეების განადგურების „თვითღირებულებას“.
დაუდევარი თავდაჯერებულობა
ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სწორად ორგანიზებულ, ეშელონირებულ სისტემას მოწინააღმდეგის დრონების ნებისმიერ რაოდენობასთან გამკლავება შეუძლია, ხოლო რადიოელექტრონული დაზვერვის საშუალებებს წამებში შეუძლია მათი კოორდინატების გამოთვლა. ამასობაშ კი ყარაბაღში განთავსებული სომხური თავდაცვის სისტემების ცალკეული კომპლექსები ვერ უზრუნველყოფდა საიმედო თავდაცვას ― არა მარტო მოძველებული მახასიათებლების გამო. ამაზე ისახებოდა სამსახურის ორგანიზების დონეც და სისტემის არარსებობაც. შევნიშნავთ, რომ 1960-იანი წლების საზენიტოპსარაკეტო კომპლექსები Стрела-10 და Оса-АКМ ზოგჯერ ვერ აღწევდნენ „ბაირახტრებამდე“ რვა კილომეტრის სიმაღლეზე. ხოლო თანამედროვე კომპლექსები Тор-М2КМ და Бук-М2Э მხოლოდ ერევანსა და მეწამორის ატომურ სადგურს იცავდნენ.
კიდევ ერთი პრობლემა ― ეს ადგილზე შენიღბვის არარსებობა იყო. ცალკეული სამხედრო ობიექტები თითქოს ყვიროდნენ, მომკალიო.
მეორე მხრივ, როცა თურქულმა დრონებმა „შემთხვევით“ დაიწყეს ყარაბაღიდან სომხეთის ტერიტორიაზე შეფრენა, იქ სწორად ორგანიზებულმა თავდაცვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებმა უპრობლემოდ ჩამოყარეს ისინი. შესაბამისად, დრონებმა მალევე შეწყვიტეს იქ ფრენები.
1994 წლის გამარჯვებამ ჩამოაყალიბა და წლების განმავლობაშ განამტკიცა მითი სომხური არმიის უძლეველობის შესახებ ყარაბაღის მიმართულებით. მხოლოდ ამით შეიძ₾ება აიხსნას სერიოზული საინჟინრო ნაგებობების არარსებობა მდინარე არაქსიდან მრავას ქედამდე ასკილომეტრიან ხაზზე. ღია ტრანშეები და საცეცხლე წერტილები, ბლინდაჟები ― ეს გასული საუკუნის დასაწყისის ფორტიფიკაციის ნიმუშებია. სომხურ მხარეს არ უზრუნია გამძლე საცეცხლე წერტილებისა (რკინაბეტონის) და მიწისქვეშა კომუნიკაციების შექმნაზე, მიუხედავად იმისა, რომ დრო სრულიად საკმარისი ჰქონდათ ― 25 წელზე მეტი. ამ ფონზე კი სომხეთის პრემიერ მინისტრი 2019 წელს აცხადებდა, ყარაბაღი სიმხეთიაო (თუმცა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არ ცნო), ხოლო თავდაცვის მინისტრმა დავის ტონოიანმა კონცეფციის ასეთი ფორმულირება ჩამოაყალიბა: „ახალი ტერიტორიები ახალი ომის შემთხვევაში“.
სომხური მხარის სამხედრო პოტენციალი 27 სექტემბრისთვის რამდენჯერმე ჩამორჩებოდა აზერბაიჯანულს. თუმცა მოწინააღმდეგეს ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მაინც დიდი მსხვერპლი ჰქონდა. სამხრეთის მიმართულებით აზერბაიჯანულმა ძალებმა ერთ-ერთ ეტაპზე ათმაგი უპირატესობა მიიღეს, მაგრამ ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ 30-40 კილომეტრით წაიწიეს წინ. ბაქოს ბლიცკრიგი არ შედგა. უნდა აღვნიშნოთ სომეხი სამხედროებისა და მოხალისეების სიმტკიცე და სიმამაცე, რომლებსაც საბრძოლო მართვის ცენტრალიზებული სისტემის, ჰაერიდან დაცვის არქონის პირობებში უწევდათ ბრძოლა.
სირიული და ლიბიური გამოცდილება
თუ რუსული თავდაცვის სისტემებისა და თურქული დრონების შედარების თემას დავუბრუნდებით, შეიძლება სირიასა და ლიბიაში მომხდარი „დრონთა ცვენა“ გავიხსენოთ, სადაც პროფესიონალურად გამოიყენეს საზინიტო-სარაკეტო კომპლექსები Тор-М2КМ, Бук-М2Э და Сосна.. ასეთივე მაღალეფექტურობა გამოავლინა Панцирь-С1-მაც. ეს კომპლექსები დროულად რომ განეთავსებინათ მთიან ყარაბაღში, ისინი თურქულ „ბაირახტრებს“ ერთ შანსსაც არ დაუტოვებდნენ.
რუსეთმა სამშვიდობო ოპერაციის ფარგლებში მთიან ყარაბაღში რადიოელექტრონული ბრძოლის უახლესი კომპლექსები Леер-3 გადაისროლა. მისი ძირითადი ამოცანები ― ეს ფიჭური კავშირის GSM-ს, 3G და 4G სისტემების სიგნალების ჩახშობაა. კომპლექსი ერთი ავტომობილი „კამაზისა“ და ორი-სამი დრონ „ორლან-10-სგან“ შედგება, რომელთა გამოყენების რადიუსი 120 კმ-ა.
დრონს შეუძლია აღმოაჩნოს ტელეფონები, პლანშეტები აწარმოოს დაზვერვა, დაიტანოს მონაცემები ციფრულ რუკაზე და გადასცეს ისინი არტილერიას იერიშის მისატანად.
ყარაბაღის კონფლიქტი კვლავ გაყინულია და არა გადაჭრილი, და დაზვერვისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე საშუალებებს მცირედითაც არ დაუკარგავთ მნიშვნელობა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!