დავით გადელია: „24 დეკემბრიდან 3 იანვრამდეც არ უნდა მოიხსნას შეზღუდვები...“

© Sputnik / Alexander Imedashviliპირბადეების არსწორი ტარება
პირბადეების არსწორი ტარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორის თქმით, საქართველოში, როგორც მთელს მსოფლიოში „ომია“ და ახალი წლის აღნიშვნაც ისე უნდა მოხდეს, როგორს „ომიანობას შეჰფერის“

თბილისი, 29 ნოემბერი - Sputnik. აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი დავით გადელია არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს რომ 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე შეზღუდვების შეჩერება სწორი არ არის.

 კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა - Sputnik საქართველო
მსოფლიოს ახალ საშიშ ეპიდემიასთან ორი მუტაცია აშორებს - ცნობილი ექიმის მოწოდება

კლინიკა კორონავირუსის მართვაში პანდემიის პირველივე დღეებიდან არის ჩართული.

დავით გადელიას თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანა შექმნილი ვითარებიდან ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეს, მნიშვნელოვანია გარკვეულ წეს-ჩვეულებებზე დროებით უარის თქმა და შეზღუდვების შენარჩუნება.

მისი განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის სახით გლობალური ომი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველო „თავით-ფეხებამდეა ჩართული“.

„მიდის გლობალური ომი და ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, თავით-ფეხებამდე ჩართულია ამ ომში. არც 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე შეზღუდვების შეჩერებაა სწორი. გადავიაროთ ერთი ახალი წელი შედარებით მოკრძალებით, როგორც ომიანობას შეჰფერის!“, – წერს დავით გედელია.

გადელია ასევე ეპიდაფეთქების მიზეზებზე საუბრობს.

„სამი მთავარი მიზეზია აფეთქების, რანჟირებით: 1.მიტინგები; 2.ზაფხული - აჭარა; 3.ხალხმრავალი რამდენიმე ქორწილი“, - წერს გადელია.

საქართველოში 28 ნოემბრიდან მკვეთრად გაუარესებული ეპიდვითარების გამო ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

ბოლო ინფორმაცია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ >>

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად ინფიცირების რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1230-ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0