თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. თეატრისა და კინოს ცნობილი ქართველი მსახიობი კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, აცხადებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი.
85 წლის კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით გუშინ, 28 ნოემბერს გადაიყვანეს.
რატიანის თქმით, 85 წლის პაციენტის მდგომარეობა შეყვანისას კრიტიკული იყო. იგი ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო ჩართული.
ლევან რატიანის განმარტებით, ამჟამად შეინიშნება დადებითი დინამიკა, გაუმჯობესებული სუნთქვის პარამეტრებიც.
„კახი კავსაძე შემოიყვანეს გუშინ, დაახლოებით 14:00 საათზე. მდგომარეობა შემოყვანისას იყო კრიტიკული. ჩატარდა ყველა ღონისძიება. დადასტურებულია კოვიდინფექცია. მინდა, გითხრათ, რომ კოვიდინფექციის მძიმე ხარისხი ბატონ კახისთან ამ ეტაპზე არ იკვეთება. კლინიკურად სახეზე იყო ძირითადი დაავადება, რომელიც დააპროვოცირა კოვიდინფექციამ. ამ ეტაპზე დადებითი დინამიკა შეინიშნება. ჰემოდინამიკა გახდა სტაბილური, სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია. ვიმედოვნებთ, ღონისძიებები, რომელიც უკვე ჩატარდა და მომავალში ჩაუტარდება, პაციენტის გამოჯანმრთელებას გამოიწვევს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
85 წლის კახი კავსაძემ იუბილე 5 ივნისს აღნიშნა. ათწლეულების განმავლობაში ის შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობია. მის ანგარიშზეა ბრწყინვალე თეატრალური დადგმები, 80-ზე მეტი ფილმი.
აღსანიშნავია მისი როლები ფილმებში „ვერის უბნის მელოდიები“, „ნატვრის ხე“, „მონანიება“, „უდაბნოს თეთრი მზე“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ და სხვა უამრავი როლები.
2011 წელს რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ გადაიღო დოკუმენტური ფილმი „კახი კავსაძე - ნეტავი იქ თეატრი არის?!