საქართველოს ზამთრის კურორტები შესაძლოა თებერვლიდან გაიხსნას

გამოწერა
28 ნოემბრიდან საქართველოს ზამთრის კურორტებმა მუშაობა შეწყვიტეს, ხოლო საბაგიროები და სათხილამურო ტრასები, დაიკეტა.

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik საქართველოს ზამთრის კურორტები დამსვენებლების მიღებას 1 თებერვლიდან შეძლებენ, თუ ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდვითარება იქნება, განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია ქვრივიშვილმა.

დაკეტილი ობიექტები თბილისში - Sputnik საქართველო
დღეიდან საქართველოში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა

28 ნოემბრიდან საქართველოს ზამთრის კურორტებმა მუშაობა შეწყვიტეს, სასტუმროებს კლიენტების მიღება აეკრძალათ, ხოლო საბაგიროები, სათხილამურო ტრასები, რესტორნები და კაფეები დაიკეტა.

„გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ორი თვის განმავლობაში საბაგიროებისა და უშუალოდ კურორტების ოპერირება არ მოხდეს, რაც ბუნებრივია. ძალიან რთულია. კარგად გვესმის, რომ ძალიან რთულია ამ კურორტებზე არსებული სასტუმროებისთვის, განთავსების ობიექტებისა, თუ სარესტორნო ბიზნესებისთვის. თუმცა ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები, რადგან იანვრის ბოლომდე გრძელდება ეს შეზღუდვები და იმედი გვაქვს, რომ წლის დასაწყისიდან, ფაქტობრივად თებერვლიდან ჩვენი კურორტები კვლავ მზად იქნება. იმედი გვაქვს,  ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ყველაფერი ის, რასაც ჩვენს საზოგადოებასთან ერთად გავაკეთებთ, იმის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონში მდებარეობს: გუდაურში (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0