პარლამენტთან აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო: არიან დაკავებულები

© Sputnik / Vladimir Umikashviliპარლამენტის წინ. დაცვის თანამშრომელი
პარლამენტის წინ. დაცვის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეები პოლიციის ქმედებებს უკანონოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მათ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის ფარგლებში არაფერი დაურღვევიათ.

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაციების საპროტესტო აქცია პარლამენტთან პოლიციასთან დაპირისპირებით და ორი ადამიანის დაკავებით დასრულდა.

ცესკო - Sputnik საქართველო
ბოიკოტის ფონზე: რომელმა პარტიებმა მიმართეს ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით

აქციის მონაწილეებმა მათი თქმით გაყალბებული არჩევნების და ასევე ერთპარტიული პარლამენტის პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ არსებულ ჯებირებზე საბჭოური სიმბოლიკის და სხვა წარწერების გაკეთება სცადეს. პოლიციამ აქტივისტებს ხელი შეუშალა, შემდეგ კი შეხლა-შემოხლა მოხდა.

ადგილზე მყოფი ჟურნალისტების წინასწარი მონაცემებით, დაკავებულია ორი ადამიანი, კიდევ სამი ჭყლეტვის შედეგად დაშავდა.

აქციის მონაწილეები პოლიციის ქმედებებს უკანონოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის ფარგლებში მათ აქვთ უფლება გააკეთონ წარწერები დროებით ჯებირებზე.

ყველა ახალი ამბავი
0