უწყებათშორისმა საბჭომ შეზღუდვების გამკაცრების საკითხზე იმსჯელა

© Sputnik / Alex Shlamovახალგაზრდა პირბადით
ახალგაზრდა პირბადით - Sputnik საქართველო
გამოწერა
წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებისა და გამკაცრების საკითხს მთავრობასთან ერთად ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე უწყებათშორისმა საბჭომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი განიხილა. სხდომა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ეს იყო შეცდომა" – ჯანდაცვის მინისტრი მთავრობის ლიბერალურ პოლიტიკაზე>>

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებაზე მსჯელობა ბიზნეს-სექტორის, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით ინტენსიურად მიმდინარებს და კონკრეტული გადაწყვეტილებები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერმა ეკონომიკურ გუნდთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საკითხზე მთავრობა ბიზნესთან და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებთან ერთად მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ნაკლებად დააზიანებს ეკონომიკას, ასევე ეფექტური იქნება ვირუსის გავრცელების დინამიკის მართვის კუთხით.

მთავრობაში მიიჩნევენ, რომ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრება ინფიცირების შემთხვევების მკვეთრ კლებას არ გამოიწვევს, თუმცა ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პროცესის სტაბილიზაციას.

მხარეებმა შეხვედრისას ასევე განიხილეს ჰოსპიტლებში არსებული ვითარება და ის ღონისძიებები, რომლებიც კლინიკური სექტორის ეფექტური მართვის მიზნით ხორციელდება. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში იმსჯელეს დამატებითი რესურსების, მათ შორის, რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის საწოლფონდის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

აკაკი ზოიძე - Sputnik საქართველო
ზოიძე: აუცილებელია ხელისუფლებამ პრევენციული ზომები სამი მიმართულებით გაატაროს

„საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკში შედის და არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება. ამასთან კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის მნიშვნელობას, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 114.889 ადამიანი, გარდაიცვალა 1.085 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 95.581-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0