თბილისის მეტრო მუშაობდა და იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში – სატრანსპორტო კომპანია

© photo : Ministry of Internal Affairs of Georgia / FBკორონავირუსის ეპიდემია. თბილისის მეტრო
კორონავირუსის ეპიდემია. თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროფკავშირულმა ორგანიზაციამ, როგორც ჩანს, ვითარების დრამატიზაცია მოახდინა – საუბარია არა 20% ინფიცირებულებზე, არამედ 20 ინფიცირებულზე მეტროპოლიტენში მომუშავე 250 მემანქანიდან.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენში 250 მემანქანე მუშაობს, აქედან ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებულია 20 და სათანადო მკურნალობას გადის, მაგრამ ეს მეტროს მუშაობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

ზურაბ გურული: „მივექანებით მწვავე პიკისკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს...“>>

კომპანიაში უარყვეს მეტროპოლიტენის მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013"-ის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მეტროპოლიტენის მუშაობა საფრთხის ქვეშაა, რადგან მემანქანეთა 20% კორონავირუსით არის ინფიცირებული.

თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო
თბილისის მეტრო დაკეტვის საფრთხის წინაშე დგას: მემანქანეების დიდი ნაწილი ინფიცირებულია

სატრანსპორტო კომპანია აცხადებს, რომ ყველა ადამიანური რესურსი არსებობს იმისთვის, რომ მეტრომ სრული დატვირთვით იმუშაოს და მგზავრებს პრობლემები არ შეუქმნას.

„ერთობა 2013"-ს ჰქონდა შეთავაზება თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის, რომ შეემცირებით მეტროს მუშაობის დრო და ასევე შედარებით ნაკლები რაოდენობის მატარებელს ემოძრავა. თუმცა კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ეს მხოლოდ მგზავრთა მეტ თავშეყრას გამოიწვევდა და დამატებით პრობლემას შექმნიდა, რის წინააღმდეგაც გამოდიან ეპიდემიოლოგები.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოების ზომები ყოველდღიურად არის დაცული: ხდება მეტროს სადგურების დეზინფექცია, მოწმდება მგზავრების მიერ პირბადის ტარება, ხოლო თანამშრომლები პერიოდულად იტარებენ როგორც ექსპრეს–ტესტებს, ისე PCR–ტესტებს.

ყველა ახალი ამბავი
0