შეიძლება იოლად გამოგეპაროთ: დასახელდა COVID-19-ის ყველაზე ადრეული სიმპტომი

© AP Photo / Emrah GurelCOVID 19-ით დაავადებული პაციენტი კლინიკაში გადაჰყავთ
COVID 19-ით დაავადებული პაციენტი კლინიკაში გადაჰყავთ  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი ტიპის კორონავირუსის შესწავლის პროცესში მსოფლიოს მეცნიერები ხშირად აკეთებენ აღმოჩენებს დაავადების სიმპტომატიკის კუთხით და ახალ-ახალ ნიშნებს ასახელებენ.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. სიმშრალე და უსიამოვნო შეგრძნებები ცხვირში ჯერ კიდევ მანამ ვითარდება კორონავირუსით დაავადებულებში, სანამ პაციენტი ყნოსვას და გემოს შეგრძნებას დაკარგავს, შესაბამისად, ეს სიმპტომები COVID-19-ის ყველაზე ადრეულ ნიშნებად შეიძლება ჩაითვალოს, მიაჩნიათ ესპანელ მეცნიერებს, რომელთა კვლევის შედეგებიც გამოქვეყნებულია პრეპრინტების პორტალზე medRxiv.

COVID 19  - Sputnik საქართველო
ყველაზე ადრეული: დასახელდა კორონავირუსის კიდევ ერთი სიმპტომი

ბარსელონის უნივერსიტეტის მკვლევარების ვარაუდით, COVID-19-ის დროს ყნოსვის დაკარგვა განპირობებულია იმით, რომ ვირუსით დაზიანებული თასისებური უჯრედები ლორწოს გამოყოფას წყვეტს, რომელიც აუცილებელია სუნებზე პასუხისმგებელი ნივთიერებებისთვის.

საკუთარი ჰიპოთეზის დასადასტურებლად ავტორებმა კვლევა COVID-19-ის მსუბუქი ფორმით დაავადებულ 35 პაციენტს ჩაუტარეს, რომლებსაც ყნოსვის დაკარგვა აღენიშნებოდათ.

გაირკვა, რომ მათი დაახლოებით 70 პროცენტი დაავადების საწყის ეტაპზე ცხვირში „უცნაურ შეგრძნებასა“ და სიმშრალეს უჩიოდა, ნაწილი კი ამბობდა, რომ ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, თითქოს ცხვირი გამოურეცხეს. ეს სიმპტომები საშუალოდ 12 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და დროში ემთხვეოდა ან წინ უსწრებდა ყნოსვისა და გემოს დაკარგვას, რასაც საბოლოოდ საკვლევი პირების 80-85 პროცენტი აღნიშნავდა.

მედიკოსი ეხმარება პაციენტს - Sputnik საქართველო
დასახელდა COVID-19-ის ოთხი ადრეული სიმპტომი

მკვლევარები უჩვეულო ნაზალურ შეგრძნებებს ხსნიან იმით, რომ ცხვირის რესპირატორულ ეპითელიუმში ვირუსის მოხვედრა, განსაკუთრებით, თასისებურ უჯრედებში, ეპითელიუმის გამოშრობას იწვევს. ეს ასევე ამცირებს ყნოსვით მგრძნობელობას. გარდა ამისა, ავტორები აღნიშნავენ, რომ ვირუსულმა ინფექციამ შეიძლება ასევე ცხვირ-ხახის ეპითელიუმის პირდაპირი დაზიანება გამოიწვიოს.

მეცნიერთა აზრით, მათი კვლევის შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციის ადრეული გამოვლენისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მსუბუქი ან ასიმპტომური ფორმა აქვს.

„ცხვირში ამ შეგრძნებების არსებობა შესაძლოა ყურადსაღები იყოს როგორც დიაგნოზის დასასმელად, ისე სოციალური დისტანცირების მიზნით, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც PCR–ტესტები მსუბუქ შემთხვევებში არ გამოიყენება“, — წერენ სტატიის ავტორები.

მომავალში ავტორები ამ თემაზე მუშაობის გაგრძელებას აპირებენ, რათა დეტალურად შეისწავლონ, თუ როგორ მოქმედებს SARS-CoV-2 ვირუსი ეპითელური უჯრედების მუშაობაზე და ზუსტად განსაზღვრონ, რა მომენტში იცვლება ცხვირის სიმშრალე COVID-19-ის უფრო მკაფიო სიმპტომებით.

ყველა ახალი ამბავი
0