თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. უმადობა, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება და ტკივილი კუჭის არეში ახალი ტიპის კორონავირუსის ადრეული სიმპტომი შეიძლება იყოს, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი და კანადელი ექიმები, წერს Express.
სპეციალისტების კვლევების თანახმად, COVID-19-ით ინფიცირებული ყოველი მეხუთე პაციენტი კუჭთან დაკავშირებულ დისკომფორტს განიცდის.
„ეს სიმპტომები მაინცდამაინც არ ნიშნავს, რომ პაციენტს COVID-19 აქვს", - აცხადებს მეცნიერი, ექიმი ალბერტას უნივერსიტეტიდან მიტჩ უილსონი.
ამასთან ერთად ის ყველას ურჩევს ყურადღება მიაქციოს ამ სიმპტომებს და მედიკოსებს მიმართონ.
ამასთან, ექიმმა დაიანა გალმა განაცხადა, რომ დიარეა ასევე წარმოადგენს კორონავირუსით ინფიცირების ერთ-ერთ ადრეულ სიმპტომს.
კიდევ ერთი სიმპტომია კონიუნქტივიტი. ამას ამტკიცებს ოფტალმოლოგიის ამერიკული აკადემია. ეს სიმპტომი იშვიათად - დაახლოებით შემთხვევების სამ პროცენტში ვლინდება.
„ვირუსი შეიძლება ვრცელდებოდეს ინფიცირებულის თვალის სითხესთან ან იმ საგნებთან შეხებისას, რომებშიც არის ეს სითხე“, - განმარტეს ამერიკელმა სპეციალისტებმა.
საინტერესოა, რომ კორონავირუსის მესამე ადრეული სიმპტომია - გონების აღრევა. ლონდონის იმპერიული კოლეჯის მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს სიმპტომი შეიძლება გაგრძელდეს გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში და კოგნიტური შედეგების რიცხვს განეკუთვნება.
აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში ბრიტანელებმა დაამტკიცეს, რომ ტვინის დაზიანება სხვადასხვა დონეზე იმისდა მიხედვით ვითარდება, რამდენად სერიოზული იყო დაავადება.
და ბოლო სიმპტომი - ძლიერი დაღლილობა. დუბლინში მდებარე ტრინიტის კოლეჯის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ის კორონავორუსით ინფიცირებულ ყოველ მეორე პაციენტს აღენიშნება და ათ კვირამდე შეიძლება შენარჩუნდეს.