საქართველოში აზარტული თამაშების აკრძალვას მოითხოვენ

© Sputnik / Alex Shlamovანა დოლიძე
ანა დოლიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოძრაობის „ხალხისთვის“ ლიდერი მოითხოვს, შემუშავდეს გეგმა ყველა ონლაინ-კაზინოს დასაკეტად, როგორც ეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაკეთდა.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური მოძრაობის „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე მთავრობისგან აზარტული ონლაინ-თამაშების აკრძალვას მოითხოვს.

ახალგაზრდებს ნარკოდამოკიდებულებასთან და ლუდომანიასთან გამკლავებაში დაეხმარებიან >>

„დღევანდელ პირობებში, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს თითოეული ლარი საშოვარი აქვთ, როდესაც ჩვენ ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ სიდუხჭირეს განვიცდით, ონლაინ აზარტული თამაშები ხელისუფლებამ მოსახლეობას განგებ დაუტოვა, როგორც „გადარჩენის“ ერთ-ერთი მთავარი საშუალება“, – განუცხადა ჟურნალისტებს დოლიძემ.

მოძრაობის ლიდერის თქმით, დღეს ონლაინ-თამაშები საქართველოში არ არის მხოლოდ გართობა, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია მიღებული. დოლიძე მოითხოვს ხელისუფლებისგან, შემუშავდეს გეგმა, რომლის მიხედვით ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში ყველა ონლაინ-კაზინო დაიკეტება, როგორც ეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაკეთდა.

აქცია–პერფორმანსი აზარტული თამაშების წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
სადღეგრძელოების დრო არ არის: აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

„ამ ერთწლიანი გეგმის ფარგლებში უნდა შემოგვთავაზოს თამაშდამოკიდებულ ადამიანთა სარეაბილიტაციო გეგმა. პანდემიამ პირდაპირ დაარტყა ჩვენი მოქალაქეების შემოსავალს და ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გაღარიბებისკენ წაიყვანა, ხოლო ონლაინ აზარტულმა თამაშებმა ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა“, – აღნიშნა დოლიძემ.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხზე საუბარი განსაკუთრებით აქტუალური საქართველოში გასულ წელს გახდა, როდესაც ორმა ახალგაზრდა ლუდომანმა თავი მოიკლა. მას შემდეგ ქვეყანაში პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები, სადაც მოითხოვენ ლუდომანიის ფსიქიკურ დაავადებად აღიარებას, აზარტული თამაშების რეკლამის შეწყვეტას, ონლაინ–კაზინოებისადმი ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, მოთამაშეებისთვის ასაკობრივი ზღვრის დაწესებას.

ნოემბერში სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ განაცხადა ახალი პროგრამის შესახებ, რომელიც სარეაბილიტაციო მომსახურებას ითვალისწინებს. კერძოდ, სააგენტო მზადაა, სარეაბილიტაციო მომსახურება გაუწიოს არასრულწლოვნებს 13-დან 18 წლამდე და ახალგაზრდებს 18-დან 25 წლამდე (მათი ოჯახის წევრების ჩათვლით), რომლებიც მიიჩნევენ, რომ ისინი დამოკიდებული არიან ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე ან აზარტულ თამაშებზე და სურთ ამ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება.

დახმარების მიღების მსურველებს შეუძლიათ დარეკვა ნომერზე „111“. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურება უფასოა.

© photo: Sputnikბოლო ათი წლის განმავლობაში აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვა თითქმის ორასჯერ გაიზარდა
საქართველოში აზარტული თამაშების აკრძალვას მოითხოვენ - Sputnik საქართველო
ბოლო ათი წლის განმავლობაში აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვა თითქმის ორასჯერ გაიზარდა

სპეციალური 24-საათიანი „ცხელი ხაზი“ – „111“ საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ბავშვების დასახმარებლად შექმნა. ის ხელმისაწვდომია 27 აპრილიდან. მისი მიზანია მშობლების დახმარება ბავშვებთან დაკავშირებულ ყველა პრობლემურ საკითხზე.

აზარტული თამაშების პრობლემებზე კვლავ რამდენიმე დღის წინ ალაპარაკდნენ, როდესაც ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისში შეიჭრა მამაკაცი, რომელმაც ხელყუმბარის აფეთქების მუქარით 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელს საკმაოდ უჩვეულო მოთხოვნები ჰქონდა – საბანკო პროცენტების შემცირება, აზარტული თამაშების აკრძალვა და სამკურნალო პრეპარატებზე ფასების შემცირება.

ის შენობაში დაახლოებით სამ-ნახევარი საათი იმყოფებოდა. უკვე ცნობილია, რომ შენობაში შეჭრის დროს ზურაბაშვილს არ ჰქონია იარაღი, ხოლო ხელში ხელყუმბარის ნაცვლად ამ ფორმის სანთებელა ეჭირა.

საქართველოს პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა ორი ან მეტი მძევლის აყვანის მუხლით. ბრალდებული სასამართლოს განაჩენს პატიმრობაში ელოდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0